სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიზიტორთა ცენტრი

სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიზიტორთა ცენტრი (სომხურად: ՀՀ կենտրոնական բանկի այցելուների կենտրոն) — ცენტრი, ინტერაქტიული მუზეუმი ერევანში, სომხეთში, რომელიც ეძღვნება სომხეთის ცენტრალური ბანკის საქმიანობას, სომხეთის მონეტარულ პოლიტიკას, ფულის ისტორიას. მუზეუმი გაიხსნა 2011 წელს, 20 სექტემბერს.[1] ის მდებარეობს ცენტრალური ბანკის ისტორიულ შენობაში და იკავებს 2 სართულს.[2][3]

სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიზიტორთა ცენტრი
ՀՀ կենտրոնական բանկի այցելուների կենտրոն
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი ინტერაქტიული მუზეუმი
ქვეყანა სომხეთი
ქალაქი ერევანი
მდებარეობა ერევანი
კოორდინატები 40°10′33″ ჩ. გ. 44°30′38″ ა. გ. / 40.1758806° ჩ. გ. 44.5105556° ა. გ. / 40.1758806; 44.5105556
დაიწყო 20 სექტემბერი, 2011
გაიხსნა 2011 წლის 20 სექტემბერს
ზომები და ტექნიკური დეტალები
სართულთა რაოდენობა ორი

გამოფენები რედაქტირება

საგამოფენო რესურსებში შედის 24 სტატიკური ჩვენება, 2 ინტერაქტიული ზონა - ლაბორატორია ნოტებისა და მონეტების შემოწმებისთვის, ავტომატური მთხრობელი მანქანა, მულტიმედიური თამაშების 2 ნაკრები, ფილმი ეროვნული ვალუტის ისტორიაზე, 2 ფილმი ცენტრის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ ასევე ფილმები ცენტრალური ბანკის საქმიანობის შესახებ. მულტფილმები ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სისტემის მუშაობის შესახებ და თემატური ვიდეოკლიპები.

ისტორიული ნაწილი რედაქტირება

გამოფენის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია ფულის მიმოქცევის ისტორია, დაწყებული ფულის დროებით და სოფენისა და კომაგენეს სამეფოთა პირველი სომხური მონეტებით, ტიგრან დიდის, პართელთა და სასანიანთა, ასევე რომის იმპერიის მონეტებით.არაბთა სახალიფას, მეფე კიურიკე II-ს მონეტები, ასევე ბიზანტიური მონეტები. გამოფენაზე წარმოდგენილია კილიკიის, მონღოლეთის, სპარსეთის, ოსმალეთისს მონეტები. წარმოდგენილია რუსეთის იმპერიის ბანკნოტები, გამოფენილი რესურსები მოცავს მონეტებსა და ქაღალდის ფულებს, რომლებსაც ფლობდა: ამიერკავკასიის კომისარიატი, პირველი სომხეთის რესპუბლიკა, საბჭოთა სომხეთი, ამიერკავკასიის ფედერაციული კავშირი და საბჭოთა კავშირი. აქ განთავსებულია სომხეთის რესპუბლიკის მონეტებისა და ქაღალდის ფულების ორი სერია და ასევე მონეტების საიუბილეო და საკოლექციო ნიმუშები.

ფულამდელი პერიოდის ერთეულები;

სოფენისა და კომაგენეს სომხეთის სახელმწიფოების პირველი მონეტები, ძვ.წ. 3-1 საუკუნეები.

არტაშესიანთა დინასტიის ტიგრან დიდის (ძვ. წ. 95–55) ვერცხლისა და სპილენძის მონეტები, ძვ. წ. I საუკუნიდან I საუკუნემდე

არშაციდების დინასტია, რომაელთა, პართელთა, სასანიანთა მონეტები, 1-7 საუკუნეები

არაბული ხალიფატის მონეტები, დვინი, ქართველი მეფეების მონეტები, მე- 7- მე- 13 საუკუნეები, ბიზანტიური, სომხური ბაგრატუნის დინასტია, მე-9 - მე-11 საუკუნეები, მეფე კიურიკე II- ის სპილენძის მონეტები, XI საუკუნის შუა რიცხვები, პირველი მონეტა სომხური წარწერებით

მონღოლ-თათრული უღელი, 13 - 14 საუკუნეები, ანი.

რუსეთის იმპერია, მე -19 საუკუნის დასაწყისიდან 1917 წლამდე; რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ბანკის ერივანის ფილიალის გახსნა, 1893 წ.

ამიერკავკასიის კომისარიატის ობლიგაციები, 1917-1918 წწ. ეს არის პირველი ჩანაწერები, რომლებზეც წერია სომხურ ენაზე.

სომხეთის პირველი რესპუბლიკის რუბლები, 1918-1920 წწ

საბჭოთა სომხეთი, 1921-1922 წწ

ამიერკავკასიის ფედერაციული კავშირი, 1923-1924 წწ

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი 1924 –1991 (1993)

სომხეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, 1991 წლის 21 სექტემბრიდან - დღემდე.

სომხეთის ცენტრალური ბანკის ფუნქცია რედაქტირება

ფასების სტაბილურობის შენარჩუნება; ინფლაციის მაჩვენებელი, რეფინანსირების პროცენტი, სამომხმარებლო კალათა,

ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება; სისტემის სტრუქტურა, ფიზიკური პირების ანაბრების გარანტიის ფონდი, ფინანსური სისტემის მედიატორის ოფისი, საკრედიტო ბიურო,

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ვალუტის ემისია,

შემუშავდეს საგადახდო და საანგარიშსწორებო სისტემები,

სომხეთის საერთაშორისო რეზერვების მართვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. "Visitor Centre to open in Armenian CB since April 1". Archived from the original on 2017-02-07. Retrieved 2017-02-06.
  2. Mediamax. "The path of Armenian money in visitor's Centre, part 2-րդ". banks.am. Archived from the original on 2017-02-07. Retrieved 2017-02-06.
  3. Mediamax. "Unique visitor Centre in the Region, part 1-ին". banks.am. Archived from the original on 2017-02-07. Retrieved 2017-02-06.