სნუკერის თამაშის წესები
(გადამისამართდა გვერდიდან სნუკერის წესები)
სნუკერის თამაში მიმდინარეობს მაგიდაზე განლაგებულ ბურთებზე კიის დარტყმებით — ორი (ან მეტი) მოთამაშის მიერ, რომლებიც რიგ-რიგობით ახორციელებენ დარტყმებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქულა დააგროვონ თამაშის წესების ფარგლებში.
აღჭურვილობა
რედაქტირებამაგიდა
რედაქტირებათამაში მიმდინარეობს შემდეგნაირი ზომების მქონე მართხკუთა მაგიდაზე:
- სიგრძე — 11 ფუტი და 8 დიუმი ± ½ დიუმი 3569 მმ ± 13 მმ
- სიგანე — 5 ფუტი 10 დიუმი ± ½ დიუმი 1778 მმ ± 13 მმ
- სიმაღლე — 2 ფუტი 9 ½ დიუმი 851—876 მმ
- სიმაღლე სათამაშო ზედაპირიდან გვერდის ზედა მხარემდე — 39 — 40 მმ
ბურთები
რედაქტირებათამაშის კომპლექტი შედგება 15 წითელი, 6 ფერადი და ერთი თეთრი ბურთისგან[1].
ბურთების „ღირებულება“:
- წითელი — 1 ქულა;
- ყვითელი — 2 ქულა;
- მწვანე — 3 ქულა;
- ყავისფერი — 4 ქულა;
- ლურჯი — 5 ქულა;
- ვარდისფერი — 6 ქულა;
- შავი — 7 ქულა.
სხვა აღჭურვილობა
რედაქტირებათამაში მიმდინარეობს ბილიარდის კიით, რომელიც არ უნდა იყოს 3 ფუტზე მოკლე (914 მმ). ასევე გამოიყენება დამაგრძელებლები და რესტები (ინგლ. rest), რომლებიც რთულად დასარტყამი პოზიციიდან თამაშის საშუალებას იძლევა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ აგრეთვე არსებობს თამაშის სხვა ვარიანტები ბურთების განსხვავებული რაოდენობით