სკიზერლის სახლი
სკიზერლის სახლი (რუს. Дом Скизерли) — ორსართულიანი სახლი, არქიტექტურული[1], ისტორიული და კულტურული[2] ძეგლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. სახლი აგებულია 1840-იანი წლებში.
სკიზერლის სახლი რუს. Дом Скизерли | |
---|---|
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
არქიტექტორი | პატრიკო |
დასრულების თარიღი | 1840-იანი წლები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: ტაგანროგი, ტურგენევის შესახვევი № 3.
ისტორია
რედაქტირება1840-იან წლებში, ტაგანროგში, ტურგენევის შესახვევის ნომერ 3-ში ააშენეს ახალი ორსართულიანი სახლი არქიტექტორ პატრიკოს პროექტის მიხედვით. მისი პირველი მფლობელი იყო თურქეთის მოქალაქის ცოლი მარია რაფაელის ასული ქსანტოპორსოვა. ეზოში მდებარე ნაგებობების ნაწილი პალასოვების ოჯახის კუთვნილებაში იყო. 1860-იან წლებში სახლის მფლობელი გახდა ტიტულარული მრჩეველის ქვრივი ნადეჟდა ივკოვაია. XIX საუკუნნის დასასრულში სახლმა კიდევ ერთხელ შეიცვალა მფლობელი. სახლსის პატრონი ამჯერად გახა ტაგანროგის საპატიო მოქალაქე ვასილი ვლასის ძე სკიზერლი. ამ პერიოდისათვის სახლი შეფასებული იყო 12 000 რუბლად. სკიზერლის ოჯახის მფლობელობაში სახლი რჩებოდა 1920-იან წლებამდე[3]. 1992 წელს სახლი აღიარეს არქიტექტურის ძეგლად და დაცულია კანონის მიერ[1].
აღწერა
რედაქტირებაორსართულიანი სახლი დაშენებულია ქვის საძირკველზე. სახურავზე გამართულია პარაპეტი[2]. ფასადი შემკულია კარგად განვითარებული კარნიზით, რომლის ქვეშაც მდებარეობს ფრიზი. ქვის თაღოვანი შესასვლელი კარბჭე გაფორმებულია ნახევარ კოლონებით[2].
როსტოვის საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების საფუძველზე სახლს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Жилой дом. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-12. ციტირების თარიღი: 2017-03-12.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Энциклопедия Таганрога
- ↑ Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0