ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სი ქოული ბატა – მეგრული ხალხური სიმღერა.

სიმღერის შექმნის ლეგენდა

რედაქტირება

ლეგენდის მიხედვით, ამ სიმღერის შინაარსი რეალური ამბების გამოძახილია. დიხაზურგა და სათანჯო გალის რაიონის სოფლებია. სათანჯო ჰქვია მთას. სათანჯოში ცხოვრობდა ვიღაც ახალგაზრდა ქალი, რომელიც ადრე დაქვრივდა და მატო დარჩა პატარა ქალიშვილით, რომელიც განსაკუთრებული სილამაზის პატრონი ყოფილა. გოგონას თექვსმეტი წელი შეუსრულდა თუ არა, მაჭანკალმა მას აჩვენა დიხაზურგელი ჭაბუკი, სახელად ბატა (ან ბაატა). მათ მაშინვე შეუყვარდათ ერთმანეთი. დაინიშნა ჯვრისწერის დრო. მაგრამ ქალიშვილის დედის მზაკვრული მეცადინეობით შებორკილი გოგო გამოკეტეს ცალკე სათავსოში და სასიძოს მაყრებს პატარძლის ნაცვლად მასპინძლებმა სასიდედრო გააყოლეს ცოლად. გულშეღონებული ქალიშვილი დილეგის სარკმლიდან გასცქერის სახლიდან დაძრულ მაყრიონს, მწარდ მოთქვამს, ტირის თავისი ბედის გამო და გულისამაჩუყებელი სიტყვებით ამაოდ მოუხმობს საშველად მოტყუებლ საქმროს. ეს მონოლოგი შემოინახა სიმღერამ სი ქოული ბაატა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გურამ თოდუა, სი ქოული ბაატა, აზრი (ზუგდიდი), სექტემბერი, 2002 წ. გვ.7
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სი_ქოული_ბატა“-დან