სიხჩეკის ციხე
სიხჩეკი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ერზურუმის პროვინციაში, ოლთისის რაიონის სოფელ სიხჩეკში; ზღვის დონიდან 1680 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს კოშკს, ეკლესიასა და ძირითადი კონსტრუქციის ნანგრევებს.
სიხჩეკი | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
ფართობი | 0.140×0,047 კმ² |
მასალა | კირი |
მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, 400 მ-ში, მაღალ და ციცაბო კლდეზე. ციხე ძირითადად გაშენებულია კლდოვან ტერასებზე. კლდის თხემზე კოშკია. ციხის ჩრდილოეთით, ფერდობზე, სავარაუდოდ, ძველი სამაროვანია.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 271, თბ., 2017.