სიცარიელეში შესასვლელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

„სიცარიელეში შესასვლელი“ (ინგლ. Enter the Void) — გასპარ ნოეს 2009 წლის ინგლისურენოვანი ექსპერიმენტული დრამა.

„სიცარიელეში შესასვლელი“
რეჟისორი გასპარ ნოე
როლებში
  • ნათანიელ ბრაუნი
  • პას დე ლა უერტა
გამოსვლის თარიღი 22 მაისი, 2009 (2009-05-22) (კანი) 5 მაისი, 2010 (2010-05-05) (საფრანგეთი) 26 აგვისტო, 2010 (2010-08-26) (გერმანია) 9 დეკემბერი, 2011 (2011-12-09) (იტალია)
ხანგრძლივობა
  • გრძელი ვერსია:
  • 161 წუთი[1]
  • საერთაშორისო ვერსია:
  • 143 წუთი[2]
ქვეყანა
  • საფრანგეთი
  • გერმანია
  • იტალია[3][4]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი €12.4 მილიონი
შემოსავალი $1.5 მილიონი[5]

ფილმში მოქმედება ნეონებით განათებულ ღამის ტოკიოს კლუბურ გარემოში ვითარდება. სიუჟეტი ამერიკელი ნარკოდილერის, ოსკარის, შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც პოლიცია კლავს, თუმცა მისი სული შემდგომში განვითარებულ მოვლენებისთვის თვალის დევნებას განაგრძობს. ფილმი პერსონაჟის პერსპექტივითაა გადაღებული. კამერა ხშირად ტოკიოს ქუჩებს ზემოდან დაჰყურებს. მაყურებელი ხედავს ოსკარის თვალით დანახულ სამყაროს, როცა იგი წარსულში მომხდარ მოვლენებს იხსენებს. ნოე ფილმს „ფსიქოდელიურ მელოდრამას“ უწოდებს.

ნოე ფილმის გადაღებაზე მრავალი წლის მანძილზე ოცნებობდა. რეჟისორისთვის პროექტზე მუშაობის დაწყება მხოლოდ მაშინ გახდა შესაცლებელი, რაც მისმა 2002 წლის ფილმმა „შეუქცევადი“ კომერციული წარმატება მოიპოვა.

ფილმის ვიზუალური მხარე ექსპერიმენტული კინოთი და ფსიქოდელიური ნარკოგამოცდილებითაა შთაგონებული. გადაღებების ძირითადი ნაწილი ტოკიოში მიმდინარეობდა. ფილმის საუნდტრეკი ელექტრონულ პოპსა და ექსპერიმენტულ მუსიკას მოიცავს.

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე პირველადი მოკლე ვერსიის სახით შედგა, რის შემდეგაც პოსტ-წარმოებაზე მუშაობა გაგრძელდა და პრემიერიდან თითქმის ერთი წლის თავზე „სიცარიელეში შესასვლელი“ საფრანგეთში გამოვიდა. ფილმის შესახებ კრიტიკული გამოხმაურება ორად გაიყო: კრიტიკოსთა ნაწილმა მას მომაჯადოებელი და ინოვაციური, ხოლო ნაწილმა დამღლელი და მოსაწყენი უწოდა. ფილმმა კომერციული წარმატება ვერ მოიპოვა.

გასპარ ნოე და პას დე ლა უერტა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Enter the Void (18). British Board of Film Classification (2010).
  2. Enter the Void (18). British Board of Film Classification (2010).
  3. Enter the Void. Filmportal.de.
  4. Enter the Void. UniFrance.
  5. Enter the Void (2010).