სიღრმეში ძებნა
სიღრმეში ძებნა (ინგლ. Depth-first search, DFS) — ხეში, გრაფში და სხვა მსგავს მონაცემთა სტრუქტურაში შემოვლის ალგორითმი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საძებნადაც. კვლევა იწყება ფესვიდან (ნებისმიერი არჩევითი წერტილიდან) და მიდის სადამდეც შესაძლებელია უკან დაბრუნებამდე. ძებნა ზოგადად ასეთი სახე აქვს: ალგორითმი საწყისი წერტილიდან (ფესფვიდან) მისი შვილობილი წვეროს მეშვეობით მიდის სიღრმეში იქამდე სანამ არ მიიღწევა საძებნი ელემენტი ან ისეთი წვერო, რომელსაც შვილობილი წვეროები აღარ ჰყავს (უფოთლო). თუ ძებნა მიზანი არ არის ალგორითმი შემდეგ უკან ბრუნდება იმ წვერომდე, რომელიც სრულად არ განხილულა. სრულად განხილულია ის წვერო რომლის ყველა შვილობილი წვერო შემოვლილია.