სიფინის ბრძოლა — ერთ-ერთი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 657 წლის 26-28 ივლისს მართლმორწმუნე ხალიფა ალისა და სირიის აჯანყებული მმართველის მუავიას შორის. თავდაპირველად ბრძოლა აჯანყებულთათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა მუავიამ ხრიკს მიმართა: თავის ჯარისკაცებს უბრძანა შუბებზე მიემაგრებინათ გრაგნილები ყურანის ტექსტებით. მართლმორწმუნე ხალიფამ ბრძანა ბრძოლა შეეჩერებინათ. მუავიამ თავისი ჯარი გადაარჩინა. ალის არმიაში კი თავი იჩინა განხეთქილებამ. ჯარისკაცების ნაწილმა (12 ათასი) გააპროტესტა მისი გადაწყვეტილება და მიატოვა არმია. მათ მოგვიანებით ეწოდათ ხარიჯიტები.
- Gudrun Krämer: Geschichte des Islam. Dtv, München 2005, ISBN 978-3-423-34467-8, S. 39–41.
- Gernot Rotter: Die Umayyaden und der zweite Bürgerkrieg (680–692). Steiner, Wiesbaden 1982, ISBN 3-515-02913-3