სიუ ფენესი — დაიბადა ავსტრალიაში 1968 წლის 25 ივლისს, შემდგომში მოღვაწეობა გააგრძელა ამერიკაში. ის არის დამფუძნებელი და თავმჯდდომარე ორგანიზაციის "WeAre8", ასევე უმსხვილესი აქციონერი Standard Media Index (SMI)-ის[1] და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.[2] იგი ასევე არის შპს Frontiers Group-ის დამფუძნებელი და მონაშის უნივერსიტეტის თანამშრომელი. [3]

ადრეული წლები

რედაქტირება

სიუ ფენესი დაიბადა მელბურნში, ავსტრალიაში. 1989 წელს ჩაირიცხა მონაშის უნივერსიტეტში, სადაც ის გახდა პირველი სტუდენტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მათ საერთაშორისო პროგრამაში. ფენესიმ მოგვიანებით დააარსა პროგრამა - Global Discovery.[4]

1989 წელს, უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ფენესიმ დააარსა MM Communications, რომელიც წარმოადგენს დასპონსორების საერთაშორისო პროგრამას. პროგრამას100-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა და 4 სახელმწიფოში ჰქონდა ოფისი. კომპანია 2000 წელს შეიძინა Omnicom-მა

2001 წელს ფენესიმ დააარსა Frontiers Group, რომელიც წარმოადგენს ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სპორტულ და გასართობ კომპანიას, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სატელევიზიო/ციფრული უფლებების შესახებ და ასევე ხელმძღვანელობდა ცხოვრების სტილის სატელევიზიო პროგრამას ჩინეთში. კომპანიამ ასევე აწარმოა მოლაპარაკებები დასავლურ მიუზიკლებზე: კატები და ლეს უბედურები, რომელიც უნდა გამართულიყო ჩინეთში.

2009 წელს ფენესიმ დააარსა Standard Media Index (SMI) და გახდა მისი აღმასრულებელი დირექტორი. აღნიშნულ კომპანიას იგი 2014 წლამდე ხელმძღვანელობდა. SMI წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა აგრეგაციის მედია ბიზნესს ინდუსტრიაში. [5] ჩრდილოეთ ამერიკაში, APAC და ევროპაში მოქმედი SMI ითვლება სარეკლამო ინტელექტის უდიდეს გლობალურ წყაროდ მედიისა და ფინანსური კომპანიებისათვის, როგორებიცაა:NBC, Disney, News Corporation, Google, Warner Media, CBS, UBS, Goldman Sachs, Deutsche Bank და კრედიტ სუისი . [6]

ფენესი ასევე არის WeAre8-ის სახალხო პლატფორმის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. WeAre8 არის B-Corp [7] ორგანიზაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ის დამოწმებულია B Lab-ის მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი მუშაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. სიუ ხელმძღვანელობს მისიას, გადაამისამართოს მილიარდობით სარეკლამო დოლარი, რომელიც გადადის სოციალურ პლატფორმებზე ხალხისა და პლანეტისაკენ, ეს ყველაფერი რეკლამის [8] ტრანსფორმაციული შედეგების მიწოდებისათვისაა განკუთვნილი . WeAre8-მ შექმნა სოციალური მედიის მომავალი და ის საშუალებას აძლევს ადამიანებს დაიბრუნონ თავიანთი ეკონომიკური შესაძლებლობები რეკლამების ყურებით დღეში მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში და დაფასდნენ და აუნაზღაურდეთ დახარჯული დრო. მრავალი ცნობილი სახე იყენებს WeAre8-ს და ქმნიან საუკეთესო კონტენტს, რათა მოიზიდონ ხალხი მარტივი სახალისო მოქმედებების განსახორციელებლად და დადებითად იმოქმედონ სამყაროზე. WeAre8-ის ინვესტორებს შორისაა: Rio Ferdinand, Channel 4 და Centerstone Capital და 2022 წლის მარტში WeAre8-მა ხელი მოაწერა სავაჭრო ხელშეკრულებას მედია სააგენტო Dentsu-სთან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. [9]

  1. https://www.bloomberg.com/profile/person/18062279
  2. Sue Fennessy, WeAre8 Inc: Profile and Biography - Bloomberg Markets. ციტირების თარიღი: 2020-11-15
  3. Monash honours exceptional leaders through Fellowships. ციტირების თარიღი: 2019-08-28
  4. Global Discovery in New York en. ციტირების თარიღი: 2019-08-28
  5. Standard Media Index en-US. ციტირების თარიღი: 2019-08-28
  6. Madison Ave. Now Has A Standard To Rival Wall Street's en. ციტირების თარიღი: 2019-09-01
  7. B Corp Certification en. ციტირების თარიღი: 2020-12-01
  8. Brands Talks Podcast #37 Sue Fennessy, Founder & CEO en. ციტირების თარიღი: 2021-03-01
  9. Channel 4 backs Rio Ferdinand-supported advertising startup WeAre8 en. ციტირების თარიღი: 2022-03-01