სიურ-ფაფახი (აზერ. Sür-papaq) — აზერბაიჯანული ეროვნული საცხენოსნო თამაში. ეს თამაში ითხოვს მოთამაშისგან ცხენის მმართვის ხელოვნებას, სტყორცნის სიზუსტეს და ჯირითობას, რექციების სიზუსტეს და სისწრაფეს. ამ თამაშს ხშირად უწოდებენ საცხენოსნო კალათბურთს. თამაში „სიურ ფაფახი“ ისევე როგორც სხვა ეროვნული თამაშები, როგორებიცაა „ბაჰ ბენდი“, „ფაფახ ოიუნუ“(ქუდით თამაში), ფიალა ვე ოჰ“(ფიალა და შვილდისარი), „გერდეკ გაჩირმა“ სარგებლობენ დიდი პოპულარობით აზერბაიჯანში ქორწინების დღეებში.[1]

ცხენოსანი ფაფახით თამაშის დროს

საჯინიბო გზა, რომელზეც ტარდება თამაში, 300- 400 მეტრის სიგრძისაა. ორივე ბოლოში სამ მეტრიანი სიმაღლის ბოძებზე ყენდება 50 სანტიმეტრის დიამეტრის რგოლები. ბოძების გარშემო 5 მეტრის დაშორებით იხაზება საჯარიმო, შიგნით 1,5 მეტრის დიამეტრით კიდევ ერთი.

თამაშის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნახერხით სავსე ფაფახი, რომელიც დამზადებულია ცხვრის ტყავისგან, უნდა ჩავარდეს ფარში. „სიურ ფაფახს“ თამაშობს ორი გუნდი. თითოეულ გუნდში არის ოთხი ცხენოსანი, რომლებსაც აქვთ უფლება იჯირითონ მოედნის მთელს სიგრძეზე, ხოლო ორი მოთამაშე ჯირითობს მხოლოდ თავის ნახევარზე.

მოთამაშეს აქვს მხოლოდ 4 წამიანი ინტერვალი გადაცემის გასაკეთებლად. ხელიდან ხელში ფაფახის გადაცემა აკრძალულია. ძირს დაცემული ფაფახის

აღების უფლება ძირს ჩამოუსვლელად აქვს ნებისმიერ მოთამაშეს. იმის შემდეგ, როდესაც ფაფახი ვარდება რგოლში ჯგუფი იღებს ერთ დადებით ქულას.

თამაშში ორი ათწუთიანი ტაიმია.

სქოლიო რედაქტირება

  1. Азербайджанцы. Историко-этнографический очерк. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-05. ციტირების თარიღი: 2018-12-30.