სიტყვების თამაში (გადაცემა)
„სიტყვების თამაში“ — ქართული გასართობ-ინტელექტუალური შოუ, რომელშიც მონაწილეები ერთმანეთს სიტყვების შედგენაში ეჯიბრებიან. თამაშის მოგება მხოლოდ მონაწილეების ინტელექტზე არ არის დამოკიდებული. ეს არის შოუ, რომელშიც თითოეული სიტყვა ფულით ფასდება. ეს მოთამაშეებისგან დამატებით უნარებს მოითხოვს, თამაშს კიდევ უფრო დაძაბულს, აზარტულსა და საინტერესოს ხდის. გადაცემის წამყვანია მარიკო ებრალიძე.
სიტყვების თამაში | |
---|---|
ავტორი | Word poker |
ეფუძნება | Word Poker |
რეჟისორი | კახა ბუხრაშვილი, ალექსანდრე ხუნდაძე, მაკა როსტიაშვილი. |
წამყვანი | მარიკო ებრალიძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | თამარ ციციშვილი |
პროდიუსერ(ებ)ი | ლელა ჯაფარიძე |
მონტაჟი | ქეთი ქათამაძე, ზურა მუმლაძე. |
ოპერატორი |
ზაზა ფირაზაშვილი, ზურა მაღლაკელიძე, ვახო გაჩეჩილაძე, მიშა მერაბოვი, ნიკა ხაციშვილი, გიორგი ჩუბინიძე. მთავარი ოპერატორი: დათო სეფიაშვილი |
ხანგრძლივობა | 30 წუთი |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | პირველი არხი |
პირველად ეთერში | 2014, 1 დეკემბერი |
თამაშის წესები
რედაქტირებაგადაცემა სამი რაუნდისგან შედგება. თითოეულ რაუნდს განსაკუთრებული წესები აქვს. შოუს მონაწილეები სპეციალური ბარათებით თამაშობენ. დასტაში სულ 85 ბარათია და თითოეული მათგანი ანბანის რომელიმე ასო-ბგერას შეესაბამება. ასო-ბგერებს წინასწარ მინიჭებული ქულები აქვს (მაგალითად, ა — გვხვდება რამდენიმეჯერ და მისი ღირებულება არის — 1, ხოლო ჭ — ერთხელ და მისი ქულა არის — 4 და ა.შ.). ქართული ანბანის თამაშთან ადაპტირება, სპეციალურად ამ გადაცემისათვის, „ენის მოდელირების ასოციაციის“ დახმარებით მოხდა. ასევე, პროექტის კონსულტანტია ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
მოთამაშეების მთავარი მიზანია, რომ შეზღუდულ დროში, მოცემული ასო-ბგერებით შეადგინონ მაღალქულიანი სიტყვა. მონაწილეებს არა მხოლოდ სიტყვის შედგენა, არამედ ტაქტიკურ თამაშიც მოეთხოვებათ, რადგან მას შემდეგ, რაც ისინი დაწერენ სიტყვებს, თითოეული საკუთარ სიტყვას ფულით აფასებს. სიტყვების შეფასება წინასწარ შემუშავებული სქემით ხდება. თითოეულ ეტაპზე განსაზღვრულია სიტყვის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულება.
„სიტყვების თამაში“ აზარტული გადაცემაა, რომლის მონაწილეები თამაშობენ ფულზე. თითოეული მოთამაშის საწყისი სათამაშო თანხა 100 ლარს შეადგენს. გამარჯვებული მხოლოდ ერთია და ის მინიმუმ — 200 ლარს, მაქსიმუმ — 1000 ლარს იგებს.[1]