სიონისტური საოკუპაციო მთავრობა
სიონისტური საოკუპაციო მთავრობა (ინგლ. Zionist occupation government; აბრევიატურა — ZOG) — ანტისემიტური კონსპირაციული თეორია, რომლის თანახმადაც „ებრაელი აგენტები“ საიდუმლოდ აკონტროლებენ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებს.[1][2] ზოგჯერ გამოიყენება ვარიანტი „ებრაული საოკუპაციო მთავრობა“..[3]
ტერმინი გამოიყენება რადიკალური მემარჯვენე ან ანტისემიტური ჯგუფების მიერ[4] შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, ულტრანაციონალისტების (ჯგუფი „Память“) მიერ რუსეთის ფედერაციაში და სხვადასხვა რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაციების („Freemen“, „Identity Christians“, „ოდინისტები“ და „კუ კლუქს კლანი“) მიერ.[5]
„სიონისტურ საოკუპაციო მთავრობას“ არ აქვს არაფერი საერთო სიონიზმთან, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ისრაელის ტერიტორიაზე ებრაული სახელმწიფოს არსებობის მიმართ. ამ კონტექსტში, სიტყვა სიონისტი მოკლებულია ტრადიციულ მნიშვნელობას და განიზრახავს, წარმოაჩინოს ებრაელები როგორც შეთქმულები, რომელთაც სურთ მსოფლიოს კონტროლი (როგორც ნათქვამია „სიონისტ ბრძენთა პროტოკოლში“).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „Aryan nations“, Poisoning the Web: Hatred Online, The Anti-Defamation League, http://www.adl.org/poisoning_web/aryan_nations.asp. წაკითხვის თარიღი: 2018-11-26 დაარქივებული 2009-08-02 საიტზე Wayback Machine. .
- "Extremists conflicted", The Christian Science Monitor, 2002-06-18, http://www.csmonitor.com/2002/0618/p02s01-ussc.html.
- Southern Poverty Law Center, Southern Poverty Law Center, http://www.splcenter.org/.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ZOG. Anti-Defamation League. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ The Expo Files: Articles by the Crusading Journalist. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Swain, Carol (2003). Contemporary voices of white nationalism in America. Cambridge, UK New York: Cambridge University Press, გვ. 253. ISBN 0521816734.
- ↑ Perimutter, Dawn (2004) Investigating Religious Terror and Ritualistic Crimes, გვ. 49.
- ↑ Perimutter, Dawn (2004) Investigating Religious Terror and Ritualistic Crimes, გვ. 49.