სინოდი-პოპოვის სახლი

სინოდი-პოპოვის სახლი (რუს. Дом Синоди-Попова) — სართულნახევრიანი სახლი, არქიტექტურული ძეგლი[1]. ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1840-იან წლებში. როსტოვის ოლქის საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 გადაწყვეტილებით სახლი განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურრული მემკვიდრეობის ძეგლების სიას[1].

სინოდი-პოპოვის სახლი
რუს. Дом Синоди-Попова
კოორდინატები 47°12′53″N 38°55′59″E / 47.214856° ჩ. გ. 38.933119° ა. გ. / 47.214856; 38.933119
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დასრულების თარიღი 1840-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101213000

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 84.

XVIII საუკუნის შუა წლებში სინოდი-პოპოვების წინაპრები ვაჭრობდნენ ტემერნიკის მახლობლად. ტაგანროგელი სინოდი-პოპოვების გვარის დამფუძნებლად ითვლება ბერდიანსკელი ვაჭარი გიორგი სინოდი-პოპოვი, რომელიც დაიბადა 1775 წელს[2].. არ არსებობს სარწმუნო და ზუსტი წყაროები, რომლებიც აღნიშნული გვარის წარმომავლობაზე მიგვითითებს.

1840-იან წლებში ბერძნების ქუჩის 84-ში სინოდი-პოპოვების ოჯახმა ააშენა ახალი სახლი. დაბადების რეგისტრაციის წიგნში 1853 წელს არის ინფორმაცია დიმიტრის შვილზე და მის მამა მინაი პოპოვზე, მაგრამ სხვა წყაროებში, რომლებიც ეკუთვნის XIX საუკუნის პირველ ნახევარს, უკვე ვხვდებით ორმაგ გვარს.

ცნობილია, რომ ტაგანროგში ცხოვრობდა ორი ძმა პოპოვი: სემიონ და მინაი პოპოვები. ორივე მათგანი მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქე იყო.

მინაის ცოლი იყო მარია დიონისევნა. მათ შეეძინათ რამდენიმე ბავშვი: ეკატერინა, ელენა, გიორგი, ეგორი, დიმიტრი. სემინის ცოლი იყო ოლიმპიადა პალამა. მათ შეეძნათ ორი გოგო: ანა და ანფია. სემიონ პოპოვი იყო ნიდერლანდის საკონსულოს წარმომადგენელი ტაგანროგში, ხოლო 1872 წლიდან წარმოადგენდა პორტუგალიის საკონსულოსაც.

ოჯახის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, მხატვარმა დიმიტრი მინაის ძე სინოდი-პოპოვმა სახლის ქვედა ცოკოლის სართულზე გახსნა სახელოსნო. 1873-1880 წლებში სახლი ეკუთვნოდა სინოდი-პოპოვებს, 1890-1898 წლებში სემიონ სინოდი-პოპოვი იყო სახლის მფლობელი. 1906 წლიდან სახლის მფლობელები არიან მინაია ეგორის ძე და ანფია სემიონის ასული სინოდი-პოპოვები[2].

სახლი სინოდი-პოპოვების მფლობელობაში იყო ოქტომბრის რევოლუციამდე. შემდეგ გახდა გერმანელი ფ. დრეილინგის საკუთრება და იგი მას ფლობდა 1925 წლამდე[3]. 1992 წლიდან არქიტექტურული ძეგლია და იცავს კანონი[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Гаврюшкин О. П. Г12 «По старой Греческой…» (Хроника обывательской жизни) — Т.: ООО «Издательство „Лукоморье“», 2012. — 514 с. — ISBN — 5-901565-15-0
  1. 1.0 1.1 1.2 Жилой комплекс. Комплекс застройки улицы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-18. ციტირების თარიღი: 2017-03-17.
  2. 2.0 2.1 Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону, Росиздат, 2003
  3. Дом 84, Греческая улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-18. ციტირების თარიღი: 2017-03-17.