სინიავსკოეს ყველაწმინდის ეკლესია
სინიავსკოეს ყველაწმინდის ეკლესია (რუს. Храм Всех Святых) — მართლმადიდებლური ეკლესია ნეკლინოვის რიონის სოფელ სინიავსკოეში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ეკლესია ერთადერთია სამხრეთ რუსეთში, რომლის სამრეკლოსაც აქვს კვადრატული ფორმა. ეკლესია ითვლება როსტოვის ოლქის ერთ-ერთ უძველეს ნაგებობად.
სინიავსკოეს ყველაწმინდის ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | სინიავსკოე |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ეკლესიის მისამართი: 346880, რუსეთი, როსტოვის ოლქი, ნეკლინოვის რაიონი, სოფელი სინიავსკოე, ოქტომბრის ქუჩა № 2-ა.
ისტორია
რედაქტირება1793 წელს სოფელ სინიავსკოეში დაიწყო პირველი, ხის ეკლესიის მშენებლობა. 1794 წელს ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს და მისი კურთხევა მოხდა სამი წმინდანის (ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი) სახელზე.
1802 წელს ეკლესიის დაძველების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი ქვის ეკლესიის აგების შესახებ, რომელიც იგივე წმინდანს სახელობისა იქნებოდა. 1806 წელს შედგა ეკლესიის საზეიმო კურთხევის ცერემონიალი. 1863 წელს ხუტორ სინიავსკოეში გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სასწავლებელი.
1917 წელს ეკლესია გაძარცვეს და დახურეს. მომდევნო პერიოდში იგი მნიშვნელოვნდა დაძველდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლეიას და ხელმეორედ აკურთხეს ყველაწმინდის სახელზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Синявское|Церковь Всех Святых. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-19.