სინგაპურის კონსტიტუცია
სინგაპურის რესპუბლიკის კონსტიტუცია (ინგლ. The Constitution of the Republic of Singapore) ― სინგაპურის უზენაესი კანონი. დაწერილი კონსტიტუციის ტექსტი, რომელიც 1965 წლის 9 აგვისტოდან ამოქმედდა, 1963 წლის სინგაპურის შტატის კონსტიტუციასა და მალაიზიის ფედერალური კონსტიტუციის დებულებებს დაეფუძნა. კონსტიტუციის ტექსტი სინგაპურის კონსტიტუციური სამართლის ერთ-ერთი სავალდებულო იურიდიული წყაროა, დანარჩენი სავალდებულო წყაროები კი კონსტიტუციის სასამართლო ინტერპრეტაციები და ზოგიერთი სხვა დებულებაა. არასავალდებულო წყაროებს შორისაა ის წყაროები, რომლებიც გავლენას ახდენს კონსტიტუციურ სამართალზე, როგორიცაა რბილი სამართალი, კონსტიტუციური კონვენციები და საჯარო საერთაშორისო სამართალი.
კონსტიტუციის მეოთხე მუხლი განსაზღვრავს, რომ იგი ქვეყნის უზენაესი კანონია. სინგაპურის კონსტიტუცია ასევე აკმაყოფილებს ალბერტ ვენ დაისის მიერ შემუშვებულ უზენაესობის სამ კრიტერიუმს: კოდიფიკაციას, სიმტკიცე/სიხისტესა და სასამართლოების მიერ იურიდიული გადახედვის შესაძლებლობას. თუმცა ზოგიერთი მოსაზრებით, კონსტიტუცია პრაქტიკაში უზენაესი არაა და სინგაპურის სამართლებრივი სისტემა დე ფაქტო ხასიათისაა და საპარლამენტო სუვერენიტეტით ხასიათდება.
კონსტიტუციის უზენაესობა
რედაქტირებაბრიტანელი იურისტისა და კონსტიტუციონალიზმის თეორეტიკოსის, ალბერტ ვენ დაისისს მიხედვით, კონსტიტუციის უზენაესობას სამი კრიტერიუმი განსაზღვრავს:[1] კოდიფიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია წერილობითი სახის უნდა იყოს; კონსტიტუცია უნდა იყოს ხისტი; საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობის შეფასება და თუკი აქტები კონსტიტუციას არ შეესაბამება, მათი გაუქმების შესაძლებლობა სასამართლოების უფლებამოსილება უნდა იყოს.
სინგაპურის კონსტიტუციის მეოთხე მუხლი ადგენს, რომ იგი ქვეყნის უზენაესი კანონია. კონსტიტუცია დაისის სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრებით, კონსტიტუცია პრაქტიკაში უზენაესი არაა და სინგაპურის სამართლებრივი სისტემა დე ფაქტო ხასიათისაა და საპარლამენტო სუვერენიტეტით ხასიათდება.[2]
კონსტიტუციის შინაარსი
რედაქტირებასინგაპურის კონსტიტუტიცა მოიცავს 14 ნაწილს: I ნაწილი შესავალია; II ― რესპუბლიკა და კონსტიტუცია; III ― სინგაპურის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვა; IV ნაწილი მოიცავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომელთა შორისაა: სიცოცხლისა და პირადი თავისუფლების უფლება (მუხლი 9), მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა (მუხლი 10), დაცვა რეტროსპექტიული კრიმინალური სამართლისა და განმეორებითი სასამართლო პროცესებისგან (მუხლი 11), თანასწორობისა და თანაბარი დაცვის უფლება (მუხლი 12), გადაადგილების თავისუფლებისა და გაძევების აკრძალვა (მუხლი 13), სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მუხლი 14), რელიგიის თავისუფლების უფლება (მუხლი 15) და თანასწორი განათლების უფლება (მუხლი 16);
კონსტიტუციის V ნაწილი აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეხება, VI ― საკნონმდებლო ხელისუფლებას; VII ― უმცირესობების უფლებათა საპრეზიდენტო საბჭოს, VIII ― სასამართლო ხელისუფლებას, IX ― საჯარო სერვისებს, X ― მოქალაქეობას, XI ― ფინანსურ დებულებებს, XII ― სპეციალური ძალებს დივერსიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, XIII ― ზოგად დებულებებს, ხოლო XIV ― გარდამავალ დებულებებს.
კონსტიტუციის შესწორება
რედაქტირებაკონსტიტუციაში შესწორებების შეტანა ორი გზითაა შესაძლებელი. კონსტიტუციის დებულებების დიდი ნაწილის შეცვლა პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობით შეიძლება. მეორე გზა ეროვნული რეფერენდუმის მეშვეობით შესწორებების შეტანაა, თუმცა ეს პროცედურა მხოლოდ გარკვეული დებულებებისთვის გადასინჯვისთვისაა დაშვებული. შესწორების ორი გზა ხაზს უსვამს კონსტიტუციის დებულებების მნიშვნელობის სხვადასხვა ტიპს.[3]
1965 წლის 9 აგვისტოდან მოყოლებული სინგაპურის კონსტიტუციაში ბევრი ცვლილება შევიდა. 1965 წლის შესწორების მიხედვით, კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა პარლამენტის აბსოლუტური შემადგენლობის უმრავლესობის მეშვეობით შეიძლებოდა;[4] 1970 წლის შესწორების მიხედვით, საპრეზიდენტო საბჭო დაარსდა სინგაპურში რასობრივი და რელიგიური უმცირესობების დასაცავად.[5] 1973 წელს მას უმცირესობების უფლებათა საპრეზიდენტო საბჭო ეწოდა და მისი მთავარი ფუნქციაა პარლამენტის მიერ მიღებული კანონების შემოწმება, რათა ისინი რასობრივი და რელიგიური თემების უფლებებს არ არღვევდნენ; 1979 წლის შესწორების მიხედვით, კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად მეორე და მესამე მოსმენაზე პარლამენტის შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობაა საჭირო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კანონმდებლობა
- Constitution of the Republic of Singapore (1985 Rev. Ed., 1999 Reprint დაარქივებული 12 May 2012 საიტზე Wayback Machine. ).
- სხვა ნაშრომები
- Lee, Jack Tsen-Ta (1995), "Rediscovering the Constitution", Singapore Law Review 16: 157–211, http://works.bepress.com/jacklee/8/. წაკითხვის თარიღი: 24 December 2012.
- Neo, Jaclyn Ling-Chien; Lee, Yvonne C[hing] L[ing] Lee (2009), „Constitutional Supremacy: Still a Little Dicey?“, Thio, Li-ann; Tan, Kevin Y[ew] L[ee], Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 153–192, ISBN 978-0-415-43862-9.
- Penna, L[akshmikanth] R[ao] (1990), "The Diceyan Perspective of Supremacy and the Constitution of Singapore", Malaya Law Review 32: 207–238, http://heinonline.org/HOL/LandingPage?collection=journals&handle=hein.journals/sjls32&div=21. წაკითხვის თარიღი: 9 March 2022.
- Tan, Kevin Yew Lee (1989), "The Evolution of Singapore's Modern Constitution: Developments from 1945 to the Present Day", Singapore Academy of Law 1: 1–28, http://journalsonline.academypublishing.org.sg/Journals/Singapore-Academy-of-Law-Journal/e-Archive/ctl/eFirstSALPDFJournalView/mid/495/ArticleId/1046/Citation/JournalsOnlinePDF.
- Tan, Kevin Y[ew] L[ee] (1999), „A Short Legal and Constitutional History of Singapore“, Tan, Kevin Y[ew] L[ee], The Singapore Legal System, Singapore: Singapore University Press, pp. 26–66, ISBN 978-9971-69-213-1.
- Thio, Li-ann (2004), "Constitutional 'Soft' Law and the Management of Religious Liberty and Order: The 2003 Declaration on Religious Harmony", Singapore Journal of Legal Studies: 414–443.
- Thio, Li-ann (2009), „In Search of the Singapore Constitution“, Thio, Li-ann; Tan, Kevin Y[ew] L[ee], Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 323–360, ISBN 978-0-415-43862-9.
- Thio, Li-ann (2009), „Protecting Rights“, Thio, Li-ann; Tan, Kevin Y[ew] L[ee], Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 193–233, ISBN 978-0-415-43862-9.
- Thio, Li-ann (2012), A Treatise on Singapore Constitutional Law, Singapore: Academy Publishing, ISBN 978-981-07-1515-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ L[akshmikanth] R[ao] Penna (1990), "The Diceyan Perspective of Supremacy and the Constitution of Singapore", Malaya Law Review 32: 207–238 at 208, http://heinonline.org/HOL/LandingPage?collection=journals&handle=hein.journals/sjls32&div=21. წაკითხვის თარიღი: 9 March 2022, citing Albert Venn Dicey (1982), „Parliamentary Sovereignty and Federalism“, An Introduction to the Study of the Law of the Constitution (10th რედ.), London: Macmillan, pp. 126–180, OCLC 611803999; see also Albert Venn Dicey (1927), „Parliamentary Sovereignty and Federalism“, An Introduction to the Study of the Law of the Constitution (8th რედ.), London: Macmillan & Co., pp. 134–176 at 142–161, OCLC 5755153, https://archive.org/stream/cu31924030503720#page/n245/mode/1up.
- ↑ Jaclyn Ling-Chien Neo; Yvonne C[hing] L[ing] Lee (2009), „Constitutional Supremacy: Still a Little Dicey?“, Li-ann Thio, Evolution of a Revolution: Forty Years of the Singapore Constitution, London: Routledge-Cavendish, pp. 153–192 at 181, ISBN 978-0-415-43862-9.
- ↑ Neo & Lee, pp. 161–162.
- ↑ Constitution (Amendment) Act 1965 (No. 8 of 1965).
- ↑ Constitution (Amendment) Act 1969 (No. 19 of 1969), in force on 9 January 1970.