სინგაპურის დროშა
სინგაპურის დროშა — სინგაპურის ერთ-ერთი ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. პირველი სახელმწიფო დროშა მიიღეს 1959 წელს, როდესაც სინგაპური ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1965 წლის 8 აგვისტოს აღნიშნული დროშა გამოცხადდა დამოუკიდებელი სინგაპურის დროშად.
სინგაპურის დროშა | |
---|---|
მიღებულია | 3 დეკემბერი, 1959 |
პროპორცია | 2:3 |
დროშა შედგება ორი ჰორიზონტალური თანაბარი ზოლისაგან. ზემო წითელია, ხოლო ქვემო — თეთრი. წითელი ფერი ძმობისა და თანასწორობის სიმბოლოა, ხოლო თეთრი — სიწმინდის. ზემო მარცხენა კუთხეში გამოსახულია თეთრი ნახევარმთვარე და ხუთი წრეზე განლაგებული ვარსკვლავი. ნახევარმთვარე აღნიშნავს ახალგაზრდობას, ხოლო ხუთი ვარსკვლავი დემოკრატიას, მშვიდობას, პროგრესს, სამართლიანობასა და თანასწორობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- The flag of Singapore at the World Flag Database
- Colours, Standards & Banners of Colonial Singapore
- Military and Paramilitary Flags of Singapore