სინგაპურის გერბი
სინგაპურის გერბი — სინგაპურის ოფიციალური სიმბოლო. გერბი მიიღეს 1959 წელს, როდესაც სინგაპურმა მიიღო თვითმმართველობა დიდი ბრიტანეთის ფარგლებში. კომიტეტმა, რომელსაც სათავეში ედგა ვიცე-პრემიერი, ასევე მიიღო სახელმწიფო დროშა და ჰიმნი. სახელმწიფო გერბი შესაძლებელია გამოიყენოს მხოლოდ მთავრობამ, მაგრამ იგი ფართოდ გამოიყენება ფულის ნიშნებზე და ასევე სინგაპურის მოქალაქის პასპორტზე. 1963 წელს სინგაპური შეუერთდა მალაიზიის ფედერეციას. 1965 წელს სინგაპურმა დამოუკიდებლობა მიიღო და აღდგა ძველი გერბი.
სინგაპურის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
მატარებელი | სინგაპური |
დაფუძნება | 1959 |
სინგაპურის გერბი წარმოადგენს მეწამულ ფარს, რომელზეც ვერცხლისფრად გამოსახულია ნახევარმთვარე და ვარსკვლავები. ფარი უჭირავს ლომსა და ვეფხვს, რომლებიც წინ იყურებიან და დგანან პალმის რტოებზე. გრბის ქვემოთ მოთავსებულია ლაჟვარდოვანი ლენტი, რომელზეც დევიზია მოთავებული „Majulah Singapura“ („წინ სინგაპურო!“).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Singapore Heraldry History
- Singapore Infomap დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine.