სიმფსონები (სეზონი 2)

ამერიკული ანიმაციური ტელესერიალსიმფსონების“ მეორე სეზონი ეთერში გადიოდა 1990 წლის 11 ოქტომბრიდან 1991 წლის 11 ივლისამდე. იგი სულ შედგება 22 ეპიზოდისგან და იწყება ეპიზოდით Bart Gets an F. ეპიზოდმა Homer vs. Lisa and the 8th Commandment მიიღო ემის საპატიო ჯილდო გამორჩეული ანიმაციური გადაცემისთვის და ნომინიმირებული იყო კატეგორიაში „გამორჩეული ხმის მიქსი კომედიურ სერიალში ან სიუჟეტში“.[1]

სიმფსონები (სეზონი 2)

სეზონის DVD გამოცემა
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 22
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
ეთერში 11 ოქტომბერი 1990 – 11 ივლისი, 1991
სახლის ვიდეოს გამოცემა
DVD-ზე გამოიცა 2 ივლისი, 2002 (რეგიონი 1)
8 ივლისი (რეგიონი 2)
DVD
რეგიონი 1 2 ივლისი 2002
რეგიონი 2 8 ივლისი 2002
რეგიონი 4 23 ივლისი 2002
რეგიონი 5 18 სექტემბერი 2008
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 1
შემდეგი →
სეზონი 3
სიმფსონების ეპიზოდების სია

ეპიზოდები

რედაქტირება

ჯამში

სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი
141„Bart Gets an F“დევიდ სილვერმანიდევიდ მ. სტერნი11 ოქტომბერი, 1990 (1990-10-11)7F03
აშშ-ის ისტორიაში გამოცდისას წარუმატებლობის შემდეგ ბარტს ეხმარება მარტინ პრინსი.
152„Simpson and Delilah“რიჩ მურიჯონ ვიტი18 ოქტომბერი, 1990 (1990-10-18)7F02
მას შემდეგ, რაც ჰომერ სიმფსონზე გამოცდიან თმიც ცვენის ახალ საშუალებას, მას მისტერ ბერნსი აწინაურებს, ჩათვლის რა მას მეტად სექსუალურად.
163„Treehouse of Horror“
„The Simpsons Halloween Special“
ნაწილი 1: რიჩ მური
ნაწილი 2: უეს არჩერი
ნაწილი 3: დევიდ სილვერმანი
ნაწილი 1: ჯონ სუორცუელდერი
ნაწილი 2: ჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი
ნაწილი 3: ედგარ ალან პო და სემ საიმონი
25 ოქტომბერი, 1990 (1990-10-25)7F04
ჰელოუინთან დაკავშირებით გამოსული ეპიზოდი, რომელიც მოიცავს სამ ამბავს. ეპიზოდების სერიის Treehouse of Horror (საშინელებათა სახლი ხეზე) პირველი ფილმი.
174„Two Cars in Every Garage and Three Eyes on Every Fish“უეს არჩერისემ საიმონი და ჯონ სუორცუელდერი1 ნოემბერი, 1990 (1990-11-01)7F01
ბარტი და ლიზა სპრინგფილდის ატომურ სადგურთან ახლოს იჭერენ სამთვალა თევზს, რასაც მოჰყვება მთელი კამპანია ბერნსის წინააღმდეგ.
185„Dancin' Homer“მარკ კირკლენდიკენ ლევინი და დევიდ აიზეკსი8 ნოემბერი, 1990 (1990-11-08)7F05
ჰომერი სპრინგფილდში ცნობილი ხდება მას შემდეგ, რაც ბეისბოლის ადგილობრივი გუნდის თილისმად იქცევა.
196„Dead Putting Society“რიჩ მურიჯეფ მარტინი15 ნოემბერი, 1990 (1990-11-15)7F08
ნედ ფლანდერსი და ჰომერ სიმფსონი შეთანმხდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთის შვილი წააგებს საბავშვო მინიგოლფში, მამა ჩაიცვამს ქალის კაბას და მეზობლის ბაღს გაკრიჭავს.
207„Bart vs. Thanksgiving“დევიდ სილვერმანიჯორჯ მაიერი22 ნოემბერი, 1990 (1990-11-22)7F07
ბარტი სახლიდან გარბის და მიეკედლება უსახლკაროებს.
218„Bart the Daredevil“უეს არჩერიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი6 დეკემბერი, 1990 (1990-12-06)7F06
კაპიტანი ლენს მერდოკი, თავქარიანი, იქცევა ბარტის შთაგონებად. ბარტი იწყებს სკეიტბორდზე ვარჯიშს, მაგრამ საბოლოოდ, თავს ანებებს, მას შემდეგ, რაც ჰომერი მას სახიფათო ილეთის შესრულებისგან გადაარჩენს.
229„Itchy & Scratchy & Marge“ჯიმ რირდონიჯონ სუორცუელდერი20 დეკემბერი, 1990 (1990-12-20)7F09
თვლის რა, რომ სერიალის ღიტინა და ფხანია ყურება ბავშვებს ავნებს, მარჯი იწყებს საპროტესტო კამპანიას მის შემქმნელთა წინააღმდეგ.
2310„Bart Gets Hit by a Car“მარკ კირკლენდიჯონ სუორცუელდერი10 იანვარი, 1991 (1991-01-10)7F10
სკეიტბორდით კატაობისას ბარტს ეჯახება მისტერ ბერნსის მანქანა. ბარტი კომაშია და მოხვდება ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც. ჰომერი და მარჯი უჩივიან ბერნსს და ითხოვენ კომპენსაციას მილიონი დოლარის სახით. ბერნსი 500.000-ზე დათანხმდება, მაგრამ საბოლოოდ მათ არაფერს აძლევს, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ ბარტი თავს იკატუნებდა.
2411„One Fish, Two Fish, Blowfish, Blue Fish“უესლი არჩერინელ სკოველი24 იანვარი, 1991 (1991-01-24)7F11
სიმფსონები მიდიან ახალ იაპონურ სუში-ბარში. მას შემდეგ, რაც შეჭამს შხამიანი თევზის ნაწილს, ჰომერი იწამლება. ექიმი ჰიბერტი ეუბნება, რომ სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მხოლოდ 24 საათი. ამიტომ ჰომერი იწყებს ყველა მნიშვნელოვანი საქმის კეთებას. თუმცა, აღმოჩნდება, რომ თევზმა სასიკვდილოდ არ ავნო.
2512„The Way We Was“დევიდ სილვერმანიელ ჯინი, მაიკ რაისი და სემ საიმონი31 იანვარი, 1991 (1991-01-31)7F12
ეს არის სიმფსონების პირველი ეპიზოდი, რომელიც მოგონებებს ეფუძნება. მას შემდეგ, რაც ტელევიზორი ფუჭდება და გასართობი არ არის, მარჯი ბავშვებს უამბობს, თუ როგორ გაიცნო ჰომერი
2613„Homer vs. Lisa and the 8th Commandment“რიჩ მურისტივ პიპუნი7 თებერვალი, 1991 (1991-02-07)7F13
ჰომერი კვლავ პოპულარული ხდება - ამჯერად მას შემდეგ, რაც სპრინგფილდში არალეგალურ საკაბელო სატელევიზიო ქსელს ქმნის.
2714„Principal Charming“მარკ კირკლენდიდევიდ მ. სტერნი14 თებერვალი, 1991 (1991-02-14)7F15
მარჯის თხოვნით, ჰომერი მისი დისთვის, სელმასთვის, ქმარს ეძებს. იგი მას გააცნობს სკოლის დირექტორ სკინერს.
2815„Oh Brother, Where Art Thou?“უეს არჩერიჯეფ მარტინი21 თებერვალი, 1991 (1991-02-21)7F16
ბაბუა აღიარებს, რომ ჰომერს ნახევარძმა ჰყავს, რომელიც ეიბმა ჩვილობისას თავშესაფარში დატოვა. ჰომერი მას პოულობს. აღმოჩნდება, რომ ეს არის დეტროიტში მცხოვრები ჰერბერტ პაუელი - საავტომობილო კომპანიის ცნობილი მფლობელი. ჰომერი ჩადის დეტროიტში და მისი შემოთავაზებით, ახალი მანქანის შემუშავებას იწყებს, მაგრამ მოდელი არაკომფორტულია, რის გამოც ჰერბერტი კოტრდება.
მოწვეული ვარსკვლავი: დენი დევიტო.[2]
2916„Bart's Dog Gets an "F"“ჯიმ რირდონიჯონ ვიტი7 მარტი, 1991 (1991-03-07)7F14

სიმფსონების ძაღლი, სანტას პატარა დამხმარე, საშინლად იქცევა. იგი ანადგურებს სხვასხვა ნივთს და ბარტი მამას არწმუნებს, რომ აუცილებელია ძაღლის სკოლაში ჩაბარება. მაგრამ ძაღლი წვრთნას არ ექვემდებარება. საბოლოოდ, ბარტი მას მოარჯულებს და ცხოველი სიმფსონებთან რჩება.


მოწვეული ვარსკვლავი: ტრეისი ულმანი
3017„Old Money“დევიდ სილვერმანიჯეი კოგენი და უოლეს ვოლოდარსკი28 მარტი, 1991 (1991-03-28)7F17
ეიბ სიმფსონს უყვარდება ბეატრის სიმონსი, მოხუცებულთა თავშესაფრის კიდევ ერთი პაციენტი. მათ შორის რომანის დროს ბეატრისი მოულოდნელად კვდება. ეიბს იგი უანდერძებს 106.000 დოლარის. ეიბი გადაწყვიტავს, ფული საქველმოქმედოდ გამოიყენოს, მაგრამ ვერ პოულობს ადამიანს, რომელსაც იგი ნამდვილად სჭირდება. საბოლოოდ, მთელი თანხა გადაეცემა თავად მოხუცებულთა თავშესაფარს, ახალი ტექნიკის შესაძენად.
მოწვეული ვარსკვლავები: ოდრი მედოუზი და ფილ ჰარტმენი
3118„Brush with Greatness“ჯიმ რირდონიბრაიან კ. რობერტსი11 აპრილი, 1991 (1991-04-11)7F18
მარჯის ინტერესი ხელოვნებისადმი იღვიძებს, როდესაც იგი პოულობს თავის ძველ ნახატებს. იგი ახალ ტილოს ქმნის, რომელიც სპრინგფილდის გამოფენაზე იმარჯვებს. მისტერ ბერნსი მას პორტრეტს უკვეთავს, თუმცა მარჯისთვის რთულია მისი შექმნა, ვინაიდან ბერნსში კარგს არაფერს ხედავს.
მოწვეული ვარსკვლავები: ჯონ ლოვიცი და რინგოპ სტარი.
3219„Lisa's Substitute“რიჩ მურიჯონ ვიტი25 აპრილი, 1991 (1991-04-25)7F19
ლიზას მასწავლებელი მისს ჰუვერი ავად ხდება და მას სკოლაში მისტერ ბერგსტრომი ენაცვლება. ლიზას მისი სწავლების მეთოდები მოსწონს და სწავლისადმი უფრო მეტ ინტერესს იჩენს. მაგრამ ჰუვერის გამოჯანმრთელების შემდეგ ბერგსტრომი სკოლიდან მიდის.
მოწვეული ვარსკვლავი: დასტინ ჰოფმანი (სემ ეტიკი)
3320„The War of the Simpsons“დევიდ სილვერმანიჯონ სუორცუელდერი2 მაისი, 1991 (1991-05-02)7F20
ჰომერი თვრება და თავს ირცხვენს ერთ-ერთ წვეულებაზე. მისი და მარჯის ქორწინება საფრთხის ქვეშ არის.
3421„Three Men and a Comic Book“უეს არჩერიჯეფ მარტინი9 მაისი, 1991 (1991-05-09)7F21
ბარტს სურს რადიოაქტიური კაცის პირველი ნომრის შეძენა, მაგრამ ამისთვის 100 დოლარი სჭირდება, რომელიც არ აქვს. მილჰაუზთან და მარტინ პრინსთან ერთად ფულის შეკრების შემდეგ ნომერი საბოლოოდ შეძენილია. მაგრამ, როდესაც ბავშვები ვერ გადაწყვიტავენ, თუ ვის რამდენი ხნის განმავლობაში ექნება ჟურნალი, მათ შორის მტრობა იწყება.
მოწვეული ვარსკვლავი: კლორის ლიჩმენი და დენიელ სტერნი
3522„Blood Feud“მარკ კირკლენდიჯორჯ მაიერი11 ივლისი, 1991 (1991-07-11)7F22
მისტერ ბერნსს ესაჭიროება სისიხლის გადასხმა. მას ბარტ სიმფსონი გადაარჩენს. ჰომერი დარწმუნებულია, რომ ბერნსი ოჯახს გარკვეულ საზღაურს გადაუხდის და ამიტომ, შეურაცხმყოფელ წერილს უგზავნის. ბერნსი შურისძიებას აპირებს, მაგრამ სმითერსი დაარწმუნებს, რომ იგი ცდება. მაშინ ბერნსი ბარტს უგზავნის გიგანტურ ქანდაკებას, რომელიც სიმფსონებთან ძლივს ეტევა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Emmy Awards official site "The Simpsons" "1991–1991" emmys.org. Retrieved on August 31, 2007
  2. Richmond & Coffman 1997, p. 50.