სიმონ ქობულაშვილი
სიმონ იოანეს ძე ქობულაშვილი (დ. 1765 — გ. ივნისი, 1807, პერმი) – თავადი, ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.
ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მდივნად მსახურობდა. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) შემდეგ ახალ რეჟიმს ოპოზიციაში ედგა. 1802 წელს შეადგინა კახეთის თავადთა პეტიცია (მუჯალამა) იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელზე. მონაწილეობდა მთიულეთის 1804 წლის აჯანყებაში. დაატყვევეს და 1807 წლის მარტში გადაასახლეს პერმში, სადაც მალევე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის / მ. ბერძნიშვილი ; რედ.: მამისა ბერძნიშვილი ; საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი. ნაწ. II : მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა-ე). თბილისი : მეცნიერება , 1980 – გვ. 205.