სიმონ მარტინოსიანი

სიმონ მარტინოსიანი (სომხ. Սիմոն Մարտիրոսյան; დ. 17 თებერვალი, 1997) — სომეხი ძალოსანი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ვერცხლის მედლის პრიზიორი,[2] მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული. 2018 წლამდე ასპარეზობდა 105 კგ წონით კატეგორიაში, 2018 წელს მას შემდეგ რაც მსოფლიო ძალოსნობის ფედერაციამ კატეგორია შეცვალა, გადავიდა 109 კგ წონით კატეგორიაში.[3]

სიმონ მარტინოსიანი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 თებერვალი, 1997(1997-02-17)[1] (27 წლის)
დაბ. ადგილი აიკაშენი
სიმაღლე 1,81
წონა 105
ქვეყანა სომხეთი

მარტინოსიანმა 2014 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალგაზრდებს შორის ატაცში, აკვრასა და ორჭიდში, 94 კგ წონით კატეგორიაში. 2018 წელს შეიცვალა წონითი კატეგორია რამაც ადრინდელი რეკორდები ბათილად იქნა ცნობილი. ამჟამად მარტინოსიანი ფლობს მსოფლიო რეკორდს −109 კგ წონით კატეგორიაში.

2014 წელს მარტიროსიანმა მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, სადაც მოიპოვა ოქროს მედალი +85 კგ წონით კატეგორიაში.[4]

ოლიმპიური თამაშები

რედაქტირება

2016 წელს რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებე 105 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი.[5][6]

მსოფლიო ჩემპიონატი

რედაქტირება

2018 წელს ძალოსნობის მსოფლიო ფედერაციამ კატეგორიების რეორგანიზაცია მოახდინა და ყველა მანამდე დამყარებული რეკორდი გაბათილებული იქნა. 2018 წელს აშხაბადში გამართულ ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება. 240 კილოგრამის აწევით დაამყარა მსოფლიო რეკორდი აკვრაში. ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდშიც (435 კგ).[7][8]

2019 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე109 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ მოახერხა მსოფლიო ჩემპპიონატის მოგებაც. ჩამოიტოვა წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი იანგ ჟე და 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ანდრეი არამნაუ. ატაცში შეჯიბრებას ჟმ, არმნაუმ და მარტინოსიანმა მესამე ცდაზე მოახერხეს ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარება. ჟემ მოახერხ 197 კგ-ის დაძლევა, არამნაუმ დაძრა 198 კგ, ხოლო მარტინოსიანმა 1 კილოგრამის სხვაობით აჯობა მას და 199 კილოგრამის აწევა მოახერხა.[9]ჯამში სიმონ მარტინოსიანმა მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება როგორც აკვრასა და ატაცში, აგრეთვე ორჭიდში.[10]

ევროპის ჩემპიონატი

რედაქტირება

2016 წელს მონაწილეობას იღებდა 2016 წლის ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატზე სადაც 105 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. შემდეგ წელს ხორვატიაში, სპლიტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 105 კგ წონით კატეგორიაში მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება აკვრაში, ატაცსა და ორჭიდში. 17 კილოგრამის სხვაობით ჩამოიტოვა მეორეადგილოსანი ვასილ გოსპოდინოვი.[11] 2019 წელს დაბრუნდა ევროპის ჩემპიონატზე და მოიპოვა ოქროს მედალი. ორჭიდში დააფიქსირა 427 კილოგრმი, 16 კილოგრამის სხვაობით ჩამოიტოვა ანდრეი არამნაუ.

  1. https://www.olympedia.org/athletes/132441
  2. Rio Olympics 2016: Ruslan Nurudinov wins -105kg weightlifting gold. BBC. ციტირების თარიღი: 20 February 2019.
  3. PDF listing of 2018 Group A world championship entrants in 109 kg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-18. ციტირების თარიღი: 2021-10-17.
  4. Simon Martirosyan becomes Youth olympic champion with world record (23 August 2014).
  5. Simon Martirosyan Wins Armenia's First Medal at Rio Olympics (15 August 2016). ციტირების თარიღი: 16 August 2016
  6. Weightlifting: Proud Uzbek Nurudinov eases to Rio gold. Reuters. ციტირების თარიღი: 20 February 2019.
  7. Armenia's Simon Martirosyan Wins Gold at Weightlifting World Championships. MassisPost. ციტირების თარიღი: 20 February 2019.
  8. MARTIROSYAN became World Champion. IWF.net. ციტირების თარიღი: 20 February 2019.
  9. MARTIROSYAN defended his title. IWF.net. ციტირების თარიღი: December 27, 2019.
  10. Armenian Weightlifter Simon Martirosyan Repeats as World Champion, Sets New Record. Massis Post. ციტირების თარიღი: December 27, 2019.
  11. PDF Results for 2017 European Championships 105 kg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-06. ციტირების თარიღი: 2021-10-17.