სიმონ მიხეილის ძე ვაჩნაძე (დ. 15 თებერვალი, 1888, თბილისი, — გ. 4 აპრილი, 1959, იქვე) — ქართველი ენათმეცნიერი, რუსისტი, ლექსიკოგრაფი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1950).

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სლავურ-რუსული განყოფილება (1918). 1930 წლამდე ქართულ და რუსულ ენებს ასწავლიდა თბილისის I გიმნაზიასა და საშუალო სკოლებში. 1930 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის (შემდეგ რუსული ენის) კათედრაზე. 1938 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა რუსული ენის კათედრას თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში. იმავე წლებში იყო ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში და ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანი.

ვაჩნაძე იკვლევდა რუსული ენის ისტორიასა და თანამედროვე რუსული ენის, რუსული და ქართული ენების შეპირისპირებითი შესწავლის საკითხებს. იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და V ტომის ერთ-ერთი რედაქტორი, რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1971).

ლიტერატურა

რედაქტირება