სილვა კაპუტიკიანის სახლ-მუზეუმი

სილვა კაპუტიკიანის სახლ-მუზეუმი (სომხურად: Սիլվա Կապուտիկյանի տուն-թանգարան) — სომეხი პოეტის სილვა კაპუტიკიანის შემოქმედების საგამოფენო სივრცე და ადგილი სადაც ის ცხოვრობდა. მუზეუმი დაარსდა 2009 წელს, ერევანში, სომხეთში. სახლ- მუზეუმის არსებობის მიზანია პოეტ სილვა კაპუტიკიანის ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაცნობა და შენარჩუნება. მუზეუმში განთავსებულია მისი პირადი ნივთები, სუვენირები, ჯილდოები, ხელნაწერები და წიგნები.

სილვა კაპუტიკიანის სახლ-მუზეუმი
Սիլվա Կապուտիկյանի տուն-թանգարան

სილვა კაპუტუკიანის სახლ-მუზეუმი
40°11′33″ ჩ. გ. 44°30′27″ ა. გ. / 40.192556° ჩ. გ. 44.507639° ა. გ. / 40.192556; 44.507639
დაარსდა 2009 წელს
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მისამართი სილვა კაპუტიკიანის ქუჩა, კორპუსი 1, მე -2 შესასვლელი, მე -4 სართული, ბინა 26, ერევანი 0019, სომხეთი
მდებარეობა ერევანი
კლასიფიკაცია სახლ-მუზეუმი
ოფიციალური საიტი museumkaputikyan.com
Map

2009 წლის 20 იანვარს, მისი დაბადების 90 წლისთავზე, სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სილვა კაპუტიკიანის სახლ-მუზეუმი გაიხსნა, რომლის გახსნასაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი და კაპუტიკიანის ვაჟი, არა შირაზი. 2007 წელს ქუჩას, რომელზედაც მდებარეობს მუზეუმი, კაპუტიკიანის ქუჩა ეწოდა (ძველად ცნობილი იყო, როგორც ბაღრამიანის პირველი ხაზი).

ზოგადი ინფორმაცია რედაქტირება

სილვა კაპუტუკიანის სახლ- მუზეუმი პოეტის ანდერძის მიხედვით შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ძირითადი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომლის თავმჯდომარეა არა შირაზი (სილვა კაპუტუკიანის ვაჟი). ფონდის ძირითადი მიზანი არის მუზეუმების საქმიანობის დახმარება, კაპუტიკიანების ლიტერატურული მემკვიდრეობის გადაცემა, ქადაგება და თანამედროვე საზოგადოებისთვის ძველი სტილისა და გარემოს გაცნობა. მოკლედ რომ ვთქვათ, კაპუტუკიანის სახლ- მუზეუმი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის გავრცელება.

სილვა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც შექმნა 24-საათიანი ვიდეო ფილმი, სადაც სახელმძღვანელოს სტატუსით ყველას განუმარტავს თუ რომელ ნივთს რა დანიშნულება აქვს მის სახლში.[1]

გამოფენა რედაქტირება

მუზეუმი მდებარეობს ბინაში, სადაც კაპუტიკიანი 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.[2] მისი საძინებელი, საწოლი და მისაღები ოთახი დღესაც ხელშეუხებელი სახისაამ სწორედ ისევე გამოიყურება, როგორც მისი სიცოცხლის პერიოდში. სახლ-მუზეუმი ხუთი ვიტრინისგან შედგება. პირველი მოიცავს ნივთებს კაპუტიკიანის სახლიდან, რომელიც მდებარეობდა ამირიანის 20 ნომერში. სწორედ აქ დაიბადა პოეტი და ცხოვრობდა 1954 წლამდე. მეორე ვიტრინაში არის მისი პირადი ნივთები, მათ შორის საათები, ჩანთები, მაკიაჟის აქსესუარები და ფარაონის ყელსაბამის ფრაგმენტი (3000-ზე მეტი წლის). მესამე ვიტრინაში მოცემულია საჩუქრები, რომლებიც კაპუტიკიანმა ავეტიკ ისააკიანისგან, სერგეი ფარაჯანოვისგან, ვაზგენ I- ისგან, პარუირ სევაკისგან და სიამანტოსგან მიიღო. მეოთხე ვიტრინაში განთავსებულია კაპუტიკიანის პრემიები, მათ შორის ,,საპატიო ნიშანი", ,,ერთა მეგობრობა" და ,,ოქტომბრის რევოლუცია". მეხუთე ვიტრინაში არის წევრობის ბილეთები. სადარბაზოში არის თაბაშირის ბიუსტი, რომელიც შეიქმნა პოეტეს შვილის, ცნობილი მოქანდაკის, არა შირაზის მიერ.[3]

სახლ-მუზეუმი მდებარეობს სილვა კაპუტიკიანის ქუჩაზე, კორპუსი 1, მე -2 შესასვლელი, მე -4 სართული, ბინა. 26, ერევანი 0019, სომხეთი.[4]

მოქმედების სფერო რედაქტირება

კაპუტიკიანის ნამუშევრების გამოფენის გარდა, სახლ-მუზეუმი ფუნქციონირებს ნამუშევრების ხელახლა გამოქვეყნებასა და კაპუტიკიანის ლიტერატურული მემკვიდრეობის ხალხისთვის სასწავლებლად. მუზეუმის კვლევის შედეგად, გადაწერილია 18000-ზე მეტი გვერდიანი ხელნაწერი. მუზეუმს ხშირად სტუმრობენ სკოლის მოსწავლეები, ინტელექტუალები, სომხები არა მხოლოდ სომხეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, ასევე ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. მუზეუმისა და სილვა კაპუტიკიანის ფონდის ერთობლივი მუშაობით შეიქმნა სხვადასხვა ალბომები, ფილმები და მოსასმენი ფირფიტები (კასეტები). ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლო შაბათს აქ ტარდება პოეზიის საღამოები, როლებშიც მონაწილეობენ ძალიან ცნობილი სომეხი პოეტებიც. [5]

სქოლიო რედაქტირება

  1. about us. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-19. ციტირების თარიღი: 2020-10-26.
  2. "House-museum of Silva Kaputikyan". Arara Tour. Retrieved 2020-09-30.
  3. "Silva Kaputikyan". დაარქივებული 2019-12-20 საიტზე Wayback Machine. museumkaputikyan.com. Retrieved 2020-09-30.
  4. "SILVA KAPUTIKYAN HOUSE-MUSEUM • ARMENIA (YEREVAN) • SPYUR" დაარქივებული 2018-02-15 საიტზე Wayback Machine. . spyur.am. Retrieved 2020-09-30.
  5. "Silva Kaputikyan" დაარქივებული 2019-12-19 საიტზე Wayback Machine. . museumkaputikyan.com. Retrieved 2020-09-30.