სიკვდილი შუა ზაფხულში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სიკვდილი შუა ზაფხულში (იაპონ. 真夏の死) — იაპონელი ავტორის, იუკიო მისიმას მოთხრობა, რომელიც თავდაპირველად 1952 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.[1][2]

„სიკვდილი შუა ზაფხულში“
ავტორი იუკიო მიშიმა
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
მთარგმნელი ლელა ზურებიანი
ქართულად გამოიცა 2011, გამომცემლობა პალიტრა L
გვერდი 160 (ქართული გამოცემა, 2011)
ISBN 9789941191961
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოთხრობას წამძღვარებული აქვს სიტყვები ცნობილი ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის პოემიდან - ხელოვნური სამოთხე (1860):

„სიკვდილი კიდევ უფრო გვიმონებს ზაფხულის დიდების ჟამს“

ტომოკო იკუტა სამი შვილის დედაა. ის საკუთარ შვილებთან და მულთან - იასუესთან - ერთად ზაფხულის არდადეგებს იძუს ნახევარკუნძულზე ატარებს. ერთ დღეს, მისი შვილები - ასაკო, კიოო და კაცუო - ტომოკოს მულთან, იასუესთან, ერთად ესტუმრებიან იძუს ნახევარკუნძულის სანაპიროს. იმ დროს, როცა ტომოკოს სასტუმროში ჩაეძინება, მისი შვილები იასუეს მეთვალყურეობის ქვეშ გავლენ ზღვის სანაპიროზე. იასუე ირუჯება, რა დროსაც ბავშვები ქვიშაში თამაშობენ. ამ დროს, მოულოდნელად, ორ ბავშვს - კიიოს და კეიკოს - ტალღები წაიღებენ, შედეგად, იასუეც მიემართება მათ საპოვნელად, თუმცა არ დასცალდება, რადგან შემტევი ტალღების გამო გულის შეტევა დაემართება და ადგილზე გარდაიცვლება. საუბედუროდ, ერთდროულად სამი სიცოცხლე იკარგება. მაშველები წყლის ზედაპირზე მოტივტივე იასუეს გვამს შენიშნავენ და ამოიყვანენ, ხოლო ბავშვები სრულიად უჩინარდბიან. როდესაც ტომოკო იასუეს დახრჩობის ამბავს გაიგებს, მომენტალურად სანაპიროსკენ მიემართება, სადაც შენიშნავს, როგორ ცდილობს რიგითი მაშველი მის პირველადი დახმარებით გადარჩენას, თუმცა ცოტა ხანში მაშველი დანებდება - იასუე მალევე გარდაიცვლება და სწორედ ამის შემდეგ იგებს ტომოკო მისი უმცროსი ვაჟისგან, კაცუოსგან, რომ მისი და-ძმა გაუჩინარდა. მზის ჩასვლის შემდეგ, ეკიპაჟი მაინც, თუმცა ამაოდ, შეეცდება კიდევ ერთხელ იპოვონ გაუჩინარებულები. ამ დროს ტომოკო საკუთარ მეუღლეს, მასარუს, უგზავნის დეპეშას, სადაც ის აცნობებს მისი დის გარდაცვალებისა და შვილების გაუჩინარების შესახებ. მასარუ სასწრაფოდ ტოვებს ტოკიოს და მიემართება იძუსკენ, მეუღლესთან შეხვედრისთანავე ტომოკო მის წინაშე იჩოქებს და ამბობს, რომ მომხდარი მისი ბრალია, მასარუ კი თანაუგრძნობს საკუთარ მეუღლეს და ამშვიდებს მას. ასაკომ პატიება სთხოვა შვილების სულებს ასეთი დავიწყებისა და გულგრილობისთვის, რაც, მისი აზრით, ნამდვილ დედებს არ უნდა ჰქონდეთ და ატირდა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში წყვილს სინდისის ქენჯნმა არ ასვენებს - მასარუ საკუთარი დისა და შვილების დაკარგვას გლოვობს, ხოლო ტომოკო ამით შეწუხებულია და თვლის, რომ გარდაცვლილ შვილებს შეურაცხყოფა მიაყენა. დაკრძალვის დღეს ტომოკო საკუთარ დანაშაულის გრძნობას მასარუს მშობლებთანაც აზიარებს, ხოლო საკუთარ მშობლებთან ამბობს, რომ ყველა მას სდებს ბრალს მომხდარში. მომდევნო თვეების განმავლობაშიც ვერ წყნარდება ტომოკოს სულიერი შფოთვა და ის დასჯასაც კი ითხოვს იმის გამო, რომ საკუთარ შვილებს ვერ უშველა. ეს ინციდენტი ტომოკოს იმდენად პარანოიულს ხდის, რომ ახალი ტრაგედიის - ავტოკატასტროფის - საფრთხეც კი გაჩნდა იმ გზაზე მიმოსვლას, რომელიც სასაფლაომდე მიიყვანდა მათ.  ავარიაზე რომ რაც შეიძლება ცოტა იფიქროს, ტომოკო უფრო და უფრო ხშირად დადის კონცერტებზე და იწყებს კერვას. შუა ზამთარში ტომოკო ფეხმძიმდება, თუმცა განცდილი ტკივილი კვლავაც არ აძლევს სრულად მოსვენების საშუალებას. ის ბავშვს ზაფხულის პერიოდისთვის ელის და საკუთარ მეუღლესთან ერთად გეგმების დაწყობაზე ფიქრით ირთობს თავს. საბოლოოდ, მომდევნო ზაფხულს, მათი ქალიშვილი -მომოკო - დაიბადა. პირველი დაბადების დღისთვის ტომოკოს სურს კიდევ ერთი ზაფხულის შვებულება იზუს ნახევარკუნძულზე გაატაროს. მის ამ წინადადებას მასარუ ეწინააღმდეგება, თუმცა სამჯერ თხოვნის შემდეგ დათანხმდება. მასარუს უჩნდება საფუძვლიანი შეკითხვა, თუ რატომ სურს ტომოკოს შემთხვევის ადგილზე დაბრუნება, რაზეც ტომოკოს პასუხი არ აქვს. როდესაც ოჯახი სანაპიროს უყურებს, მასარუ ამჩნევს ტომოკოს სახით გამომეტყველებას, მიმართულს ზღვისაკენ, თითქოს მან ის იმ უბედურების დროსაც იქ იყო. ახლა კი ზღვის ტალღებს ისე გასცქერის, თითქოს მათგან რაღაცას ელის.

სტრუქტურა

რედაქტირება
 
სიუჟეტი მოგვითხრობს ერთი იაპონური ოჯახის ამბავს, რომლის რამდენიმე წევრისთვისაც იძუს ნახევარკუნძულზე გატარებული პერიოდი ფატალური აღმოჩნდება.

მოთხრობის მთავარ თემებს წარმოადგენს სიკვდილის გარდაუვლობა და ბედისწერისადმი მორჩილება.

ზღვა ასახულია, როგორც მარადიული მიმოქცევის სიმბოლო, რომლის შემჩნევაც მთავარ გმირს, ტომოკოს ევალება საკუთარი ცხოვრებისეული ფასადის მიღმა.

პერსონაჟებით - კიოო და კეიკო - მიშიმა წარმოგვიდგენს ორ სახეს, რომლებიც იაზრებენ სიკვდილის შედეგებს ჯერ კიდევ მოსალოდნელ უბედურებამდე, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან მისი გარდაუვლობის გასააზრებლად. შეიძლება ითქვას, რომ ტომოკოც ჯერ კიდევ საკმაოდ ახალაგზრდაა იმისთვის, რომ დარწმუნდეს სიკვდილის სიცოცხლისგან განუყოფლობაში. ტომოკოს ჩაძინების ავტორისმიერი აღწერა ხაზს უსვამს პერსონაჟის ახალგაზრდობასა და ფემინინურობას და მას მძინარე მზეთუნახავსაც კი ადარებს. თუმცა, მძინარე მზეთუნახავისგან განსხვავებით, მისი რეალობისთვის თვალის გამსწორებლად არა პრინცი, არამედ ზღვა გველინება - სწორედ ის, რომელიც მის ორ, სიცოცხლით სავსე შვილს შთანთქავს. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ გამომდინარე ტომოკოს შემთხვევის ადგილზე არყოფნისა, პირველი დარტყმა სწორედ იასუემ აიღო საკუთარ თავზე, რაღაც წამისეულად იასუე ბავშვებიც დედაც იყო და მათი გამგებელიც, შეიძლება სწორედ ამ ძალის წყალობით შეუნარჩუნდა ტომოკოს მოლოდინის გრძნობა კუნძულზე მეორედ სტუმრობისას. ამის გამო, შეიძლება იტქვას, რომ ტომოკო შვილების სიკვდილში მონაწილეობს, თუმცა ის სანაპიროზე არ იმყოფება. თითქოს ეს სპეციალურად მოხდა, თითქოს ეს ყველაფერი საჭირო იყო, რათა ტომოკოს, როგორც გულუბრყვილო პერსონას, ამქვეყნიურობის ბრუტალურობა და ფატალურობა გაეაზრებინა.

მართლაც, დასაწყისში ტომოკოს მსგავს ცნობიერებას არ ფლობს. იგი მომხდართან დაკავშირებით პერსონალურ დონეზე რეაგირებს, სახელდობრ მას არ უნდა, რომ საკუთარ მეუღლეს და მეუღლის მშობლებს ეს უბედური შემთხვევა გაანდოს. იგივე შეიძლება ითქვას მასარუს შემთხვევაშიც: მის პირველად ძალას წარმოადგენს ფული, რომლითაც ცდილობს, შეინარჩუნოს როგორც შვილების, ისე დის სიცოცხლე. ტომოკო თავდაპირველად ფიქრობს, რომ ის ბედის მსხვერპლის პოზიციაზე დგას, რაც სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თანდათან იცვლება, როდესაც იგი იაზრებს, რომ ცხოვრებისა და სიკვდილის ჩაწვდომა გაცილებით უფრო რთული პროცესია, ვიდრე წარმოუდგენია.

შთაგონების წყარო

რედაქტირება

მიშიმამ ნოველაზე მუშაობა ჯერ კიდევ საბერძნეთში გამგზავრების დროს დაიწყო და შთაგონებული იყო მოთხრობაში ნახსენებ ლოკაციაზე - იძუს ნახევარკუნძულზე - მომხდარი ტრაგედიით, რომელმაც ორი ბიჭის სიცოცხლე შეიწირა. ბედის გარდაუვლობაზე ფოკუსირების მიზნით, მიშიმა წინ აღუდგა თხრობის ჩვეულებრივ მანერას და ამბის კულმინაცია ისტორიის დასაწყისშივე გვამცნო. ავტორმა განაცხადა, რომ მსგავსი კულმინაციის გარეშე მკითხველი მოთხრობით მალევე მოიწყენდა.

გამოქვეყნება

რედაქტირება

სიკვდილი შუა ზაფხულში დაიწერა მიშიმას პირველი საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ, 1951 წლის დეკემბრიდან 1952 წლის მაისამდე, და გამოქვეყნდა ამავე წლის ოქტომბერში, ჟურნალ შინჩოში.[3] იგი გაერთიანდა იმ ანთოლოგიაში, რომელშიც მიშიმას სხვა მცირე მოთხრობებსაც შევხვდებით.[4][5] აღნიშნული მოთხრობა, გაერთიანებული ამავე სახელწოდების მქონე მოთხრობების კრებულში, ქართულადაც ითარგმნა 2011 წელს, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ.  

გამოხმაურება

რედაქტირება

1966 წელს, The New York Times-ის რეცენზიაში რობერტ ტრანბალმა აღნიშნა, რომ მოთხრობა ერთგვარი სოციოლოგიური კვლევაა, რომელიც „ფსიქიკის ბნელ სიღრმეებში იჭრება“.[6]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Yamanouchi, Hisaaki (1978). The Search for Authenticity in Modern Japanese Literature. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 202. ISBN 0-521-29974-8. 
  2. Petersen, Gwenn Boardman (1992). The Moon in the Water: Understanding Tanizaki, Kawabata, and Mishima. Honolulu: University of Hawaii Press, გვ. 320. ISBN 9780824814762. 
  3. Swann, Thomas E.; Tsuruta, Kinya (1982) Approaches to the Modern Japanese Short Story. Tokyo: Waseda University Press, გვ. 169. 
  4. Yukio Mishima Manatsu no shi. ციტირების თარიღი: 5 September 2022
  5. (2002) 決定版 三島由紀夫全集 (Definitive Edition Mishima Yukio Complete Works). Shinchōsha. 
  6. Trumbull, Robert (1 May 1966). „Encounters With Life“. The New York Times. ციტირების თარიღი: 5 September 2022.