სიკვდილი მზითვის გამო

ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს მიმოზა.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: ნოემბერი 15, 2024.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

სიკვდილი მზითვის გამო — დაქორწინებული ქალის გარდაცვალება, რომელიც მოკლეს ან თვითმკვლელობამდე მიიყვანეს მზითვის გამო. მზითვის გამო მკვლელობა ძირითადად ხდება ინდოეთში, [1] პაკისტანში, [2] ბანგლადეშსა და ირანში [3][4]. თუ ქმრის ოჯახი გადაწყვეტს, რომ მზითევი არასაკმარისია, ოჯახის წევრები შეეცდებიან პატარძლის მოკვლას, რათა ქმარს მისცენ ხელახლა დაქორწინების შესაძლებლობა ან დასაჯონ პატარძალი და მისი ოჯახი.[5] 2010 წელს ინდოეთს ჰქონდა მზითვის გამო სიკვდილიანობის ყველაზე მეტი რაოდენობა (8,391 გარდაცვალება, 1,4 სიკვდილი 100,000 ქალზე). მზითვთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ქალებში 40-დან 50%-მდე შეადგენს, რაც წარმოადგენს სტაბილურ ტენდენციას 1999 წლიდან 2016 წლამდე[6]. პაკისტანი, რომელიც ყოველწლიურად 2000 ასეთ სიკვდილს აფიქსირებს, აქვს მზითვის გამო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2,45 —100000 ქალზე[7][8].

როგორც წესი, მზითვის გამო სიკვდილი წარმოადგენს ქმრის ოჯახის მიერ ძალადობის სერიის კულმინაციას[9][10]. მზითვის გამო სიკვდილის უმეტესობა თვითმკვლელობაა (ახალგაზრდა ქალი, რომელიც ვერ ეგუება ჩაგვრას და წამებას, თავს იკლავს). ამ თვითმკვლელობების უმეტესობა ხდება ჩამოხრჩობის, მოწამვლის ან დაწვის შედეგად. ხანდახან ქალს ქმარი ან ქმრის ნათესავები წვავენ და ეს ყველაფერი შენიღბულია თვითმკვლელობის ან უბედური შემთხვევის სახით. ინდოელი ქალების დაწვის შედეგად გარდაცვალებას ყველაზე ხშირად მზითვის კონფლიქტებს მიაწერენ[11]. მკვლელობაში ან თვითმკვლელობაში დამნაშავე საქმროს ოჯახია[12].

ინდოეთს მსოფლიოში მზითვთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მეტი რაოდენობა აქვს. ინდოეთის პოლიციამ 1996 წელს მიიღო 2500-ზე მეტი შეტყობინება პატარძლის დაწვის შესახებ[16].

მზითვის გამო გარდაცვლილთა რიცხვი 2008 წელს (8172) გაიზარდა 14,4%-ით 1998 წლის მაჩვენებელთან შედარებით (7146)[17], ხოლო ამ პერიოდში ინდოეთის მოსახლეობა გაიზარდა 17,6%-ით 10 წლის განმავლობაში[18]. 2011 წელს[1], ინდოეთში მზითვის გამო 8331 სიკვდილი დაფიქსირდა. მზითვის გამო სიკვდილი ინდოეთში არ შემოიფარგლება რომელიმე კონკრეტული რელიგიით.[20]

კანონები

რედაქტირება

ინდოელი ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტები 40 წელზე მეტია ემხრობიან კანონებს მზითვის გამო სიკვდილის შესაჩერების შესახებ.„მზითვის აკრძალვის აქტი, 1961 წ.“ კრძალავს მზითვის მოთხოვნას, გადახდას ან მიღებას „ქორწინების ანაზღაურების სახით“, სადაც „მზითვი“ განისაზღვრება, როგორც ქორწინების მოთხოვნილი ან გაცემული საჩუქარი.

კანონის დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ექვს თვემდე ვადით. აქტმა შეცვალა ინდოეთის სხვადასხვა შტატის მიერ მიღებული რამდენიმე ანტიმზითვური კანონმდებლობა.[21] იძულებით მკვლელობასა და თვითმკვლელობას ინდოეთის სისხლის სამართლის კოდექსი განიხილავს.

2005 წლის კანონი ოჯახური ძალადობისგან ქალთა დაცვის შესახებ მიზნად ისახავდა ქალების მზითვის გამო შევიწროების დასრულებას, ამისათვის ისინი უნდა დაუკავშირდნენ ოჯახში ძალადობის დაცვის ოფიცერს. თუმცა, სასამართლოები ხშირად მთავრდებოდა იძულებითი კონსულტაციებით, რასაც არასასურველი შედეგები მოჰყვა. კანონები არ სთავაზობენ პრაქტიკულ საშუალებებს სამედიცინო დახმარების, საბავშვო ბაღების, ფსიქოლოგიური დახმარების, თავშესაფრების, ეკონომიკური ან მატერიალური დახმარების სახით ქალებისთვის, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.[22]

ინდური კანონები გააკრიტიკეს არაეფექტურობის გამო[23]. მზითვის გამო თვითმკვლელობისა და მკვლელობის პრაქტიკა გრძელდება ინდოეთის ბევრ ნაწილში[24].

პაკისტანი

რედაქტირება