სექსი ამერიკის სამოქალაქო ომში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში სექსუალური ყოფაქცევა და შეხედულებები, ისევე როგორც ცხოვრების სხვა ასპექტები, კონფლიქტის გავლენის ქვეშ მოექცა. ფოტოგრაფიის განვითარებამ და მედიის გავრცელების გაადვილებამ სექსუალური მასალა უბრალო ჯარისკაცისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

ყაზარმაში ე. წ. „ბარაკის ფავორიტები“ ცირკულირებდა. ეს იყო სექსუალური შინაარსის იაფფასიანი რომანები. სიშიშვლის ამსახველი ფოტოსურათებიც ხელმისაწვდომი იყო და ჯარისკაცებიც და ოფიცრებიც ხშირად ერთობოდნენ ამით. ეს 12x15 დიუმიანი სურათები $1.20 დოლარი ღირდა 12 ცალი, ან 12 ცენტი ერთი სურათისთვის. ეს იყო ძირითადად შიშველი ქალების სურათები. სექსუალურ აქტში გადაღებული ქალები ძირითადად ფერადკანიანები (შავკანიანი ან ინდიელი) იყვნენ. ვინაიდან ჯარისკაცები შინიდან ძალიან შორს იმყოფებოდნენ, ამ სურათებს სავარაუდოდ ძირითადად მასტურბაციისთვის იყენებდნენ. ომისდროინდელ გასართობ რომანთაგან დღემდე შემორჩენილია სულ სამი. სამივე ინდიანას უნივერსიტეტის კინსლის ინსტიტუტში ინახება.

ზემოთ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ქალები სექსისთვის ხელმიუწვდომნი იყვნენ. მეძავები თან დაყვებოდნენ ყაზარმებს ერთი ბანაკიდან მეორეში. მათმა რიცხვმა იმდენად იმრავლა პოტომაკის არმიაში კავშირის გენერალი ჯოზეფ ჰუკერის მეთაურობის პერიოდში, რომ ტერმინი „ჰუკერი“ მათ მეტსახელად შერჩათ.

ზოგიერთი ქალი ჯარისკაცი იყო, კაცად გადაცმული. კავშირის ოფიცერს ერთხელ მოუხენებია ხელმძღვანელობისთვის, თუ როგორ დაარღვია კავშირის სერჟანტმა „ყველა სამხედრო კანონი“ მშობიარობის გამო, და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცის სქესი აღმოუჩენიათ მშობიარობის გამო. მოკავშირეთა ტყვეთა ბანაკში ერთმა კონფედერატმა ჯარისკაცმა იმშობიარა, თუმცა მისი სქესი მეტუსაღეებისთვის მანამდე უცნობი იყო.

ზოგიერთ ჯარისკაცს ჯგუფური გაუპატიურების აქტებშიც მიუღია მონაწილეობა. კონფედერატების არქივები განადგურდა, თუმცა გადარჩენილი დოკუმენტების ხუთი პროცენტი ცხადყოფს, რომ გაუპატიურების გამო ოცდაათზე მეტი სამხედრო გასამართლება მოუწყვიათ. სასჯელი ამ დანაშაულისთვის ჩვეულებისამებრ ან ჩამოხრჩობა ან დახვრეტა იყო. გაუპატიურების მსხვერპლთა უმრავლესობა შავკანიანი იყო. ხშირად, საშუალო ოჯახის თეთრკანიანი ქალისთვის ფულის შეძლევა სექსისთვის გაიგივებული იყო გაუპატიურებასთან. მაგ. რიგით ილინოისელ ჯარისკაცს კემპ დენისონში ერთი თვე გაუტარებია ჰაუპტვახტში იმის გამო, რომ დედა-შვილისთვის ფული შეუძლევია. სამხრეთის შტატებში შეჭრილი ფედერალური ჯარები ხშირად სარგებლობდნენ ადგილობრივი შავკანიანების უუფლებობით. შავკანიანი ჯარსკაცები კი მსგავსი დანაშაულისთვის გაცილებით მკაცრად ისჯებოდნენ.

ჰომოსექსუალობა

რედაქტირება

ტერმინი „ჰომოსექსუალობა“ მხოლოდ ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ გაჩნდა. შესაბამისად, რაიმე განსაზღვრული სასჯელი ამ სახის დანაშაულისთვის არ არსებობდა. თუმცა ამ მიზეზით 1865 წელს სამი წყვილი მეზღვაური დაუსჯიათ მოკავშირეების ჯარში.

ომის პერიოდში მამაკაცის პროსტიტუციის მხოლოდ ერთი ფაქტია აღნიშნული. 1862 წლის 13 მაისს გაზეთი „რიჩმონდ დისპაჩი“ წერდა „ორივე სქესის მეძავებმზე“, რომლებიც ღიად ასაღებდნენ საკუთარ თავს ვაგონებში და ტროტუარებზე.

მკვლევარებმა სცადეს გაერკვიათ სამოქალაქო ომის ცნობილ ფიგურათა შორის ჰომოსექსუალობის აღმნიშვნელი ფაქტები. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყვნენ კონფედერატი გენერალ-მაიორი პატრიკ კლებორნი და აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი, თუმცა ორივე შემთხვევაში ამის დამადასტურებელი პირდაპირი საბუთი არ არსებობს.