სესტრორეცკის ღვთისმშობლის შობის ტაძარი

სესტრორეცკის ღვთისმშობლის შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი, სესტრორეცკში, სანქტ-პეტერბურგის საკურორტო რაიონში. აგებულია 2004-2005 წლებში.

სესტრორეცკის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
სესტრორეცკის ღვთისმშობლის შობის ტაძარი — რუსეთი
სესტრორეცკის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°03′07″ ჩ. გ. 29°58′43″ ა. გ. / 60.05194° ჩ. გ. 29.97861° ა. გ. / 60.05194; 29.97861
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ა. ე. შრეტერი
თარიღდება 2004-2005

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ტაძარი აგებულია დასახლება ალექსანდროვსკაიას მოსახლეობის ინიციატივით, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო ქალაქ სესტრორეცკის მოქალაქე ევგენი ლიტოვკა. ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს 2004 წელს და ააშენეს საკურორტო რაიონის წამყვანი საწარმოების თანამონაწილეობით, ასევე ცალკეული პირების შემოწირულობებით (მათ შორის გამოსარჩევია საოპერო მომღერალი ირინა ბოგაჩიოვა და ბალერინა ირინა კოლპაკოვა).

პირველი ღვთისმსახურება ტაძარში აღევლინა 2005 წლის 21 სექტემბერს, ტაძრის დღესასწაულზე —ღვთისმშობლობას.

არქიტექტურა

რედაქტირება

ტაძარი აგებულია „პეტერბურგის არქიტექტურული ამხანაგობის“ საავტორო კოლექტივის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა არქიტექტორი ალექსანდრე ევგენის ძე შრეტერი. თავად ტაძარი შეტანილია სანქტ-პეტერბურგის თეთრ წიგნში, როგორც ქალაქის ღირსშესანიშნაობა.

ტაძარი შიგნიდან შეღებილია თეთრი საღებავით. კანკელი ხისაა, მოჩუქურთმებული. კანკელი ხუთიარუსიანია, მოხატულია ტრადიციულ რუსულ სტილში. ტაძარი შემკულია მოზაიკური ხატებით.

ტაძრის სიწმინდეებს შორისაა: უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი და კიკოსის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც კვიპროსელმა ბერძნებმა აჩუქეს ტაძარს კიკოსის მონასტრიდან. ტაძარში ასევე შენახულია კიდობანი წმინდანთა წმინდა ნაწილებით.

ტაძრის სიახლოვეს გაშენებულია კეთილმოწყობილი სკვერია საბავშვო მოედნით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება