სერებრიანი დოჟდი
სერებრიანი დოჟდი (ვერცხლის წვიმა) — რუსული FM-რადიოსადგური, რომელიც მაუწყებლობას 1995 წლის 4 ივლისს შეუდგა 100,1 მჰც სიხშირეზე. რადიოსადგური არის ყოველწლიური ჯილდოს ”ვერცხლის კალოშის” დამაარსებელი, რომელიც ”შოუ-ბიზნესში ყველაზე საეჭვო დამსახურებებისთვის” გადაეცემა. ამ ჯილდოს შედარება ”ოქროს ჟოლოსთან” შეიძლება.