ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სერგო ჩახოიანი (სომხ. Սերգո Չախոյան; დ. 9 დეკემბერი, 1969, ლენინაკანი, სომხეთის სსრ) — სომეხი ძალოსანი, რომელიც მოგვიანებით ავსტრალიის სახელით ასპარეზობდა.

სერგო ჩახოიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 27 ივლისი, 1975 (1975-07-27) (49 წლის)
დაბ. ადგილი ლენინაკანი, სომხეთის სსრ
სპორტი
ქვეყანა ავსტრალია და სომხეთი
სპორტი ძალოსანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სერგო ჩახოიანი დაიბადა 1969 წლის 9 დეკემბერს, ლენინაკანში, სომხეთის სსრ-ში (ახლანდელი გიუმრი, სომხეთი), იქ სადაც სომეხი ძალოსნების უმრავლესობაა დაბადებული. იგი რამდენჯერმე იყო სომხეთის ჩემპიონი; მასვე ეკუთვნოდა რამდენიმე სომხეთის რეკორდი. ჩახოიანმა ვერცხლის მედალი მოიგო 1994 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში; ხსენებულ ტურნირში მან ატაცში მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. ისრაელ მილიტოსიანის შემდეგ, იგი გახდა პირველი სომეხი ძალოსანი რომელმაც მსოფლიო რეკორდი დააფიქსირა. ჩახოიანი მონაწილეობდა 1995 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში; ხსენებულ ტურნირში, ატაცში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტაში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაში, სადაც მან ატაცში ვერცხლის მედალი მოიგო. მან შეჯიბრში მეექვსე ადგილი დაიკავა.

1997 წლის დასაწყისში, მან დაიწყო ავსტრალიის სახელით ასპარეზობა. სერგო ჩახოიანი არის ოთხგზის ავსტრალიის ჩემპიონი და ავსტრალიისა და ოკეანეთის რეკორდების მფლობელი. 1999 წელს მონაწილეობდა ამავე წლის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატში; ტურნირი მან მე-10 ადგილით დაასრულა. ჩახოიანმა სიდნეი 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის თამაშებში ხელახლა დაიკავა მეექვსე ადგილი. მან გააუმჯობესა ავსტრალიის რეკორდი ატაცში (175 კგ) და ტურნირი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბრისბანეში გამართულ „2001 წლის გუდვილის თამაშებში“ მან სამი ოქროს მედალი მოიპოვა; აღნიშნულ ჩემპიონატში დააფიქსირა (ამავე ტურნირის) ორი მსოფლიო და ერთი ავსტრალიის რეკორდი. მისი მსოფლიო რეკორდი ატაცში იყო 181.5 კგ. 2003 წელს მონაწილეობდა რუსეთის ჩემპიონატში, სადაც ატაცში მსოფლიო რეკორდი 182.5 კგ და ჯამში აწეული წონის აგრეთვე მსოფლიო რეკორდი 391.5 კგ დააფიქსირა. 2002 წლის ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. ოქროს მედალი მოიგო ატაცში.

2004 წლის ოლიმპიადაზე აწევის პირველი მცდელობისას მან 175 კილო ასწია. მეორე მცდელობაზე 175 კგ-ს აწევით მეოთხე ადგილს იკავებდა. მან ატაცში 207.5 კილოგრამის აწევა სცადა (ამ წონის აწევა მას ოლიმპიურ ოქროს მედალს მოუტანდა). მან ამ წონის აწევა ევრ შეძლო.

2005 წელს გახდა ავსტრალიისა და ოკეანეთის ჩემპიონი. ვარჯიშის დროს, სერგო ჩახოიანი ავად იყო და ასპირინი მიიღო; ეს დაშვებული არ იყო და ამიტომ ყატარში გამართულ მსოფლიო თასზე მას მონაწილეობის ნება არ დართეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სერგო_ჩახოიანი“-დან