სერგო ორჯონიკიძე (მსახიობი)
სერგო ორჯონიკიძე (დ. 19 მარტი, 1947, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ექიმი-კარდიოლოგი და მსახიობი.[1]
სერგო ორჯონიკიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1947 თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | ექიმი, მსახიობი |
აქტიური | 1960-დან |
მეუღლე(ები) | მანანა აბაზაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებასერგო ორჯონიკიძე დაიბადა 1947 წლის 19 მარტს თბილისში, 1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სასწავლებლის დასრულებისთანავე გაანაწილეს გარდაბნის რაიონის ჯანპუნქტის ექიმად. პარალელურად თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში გაიარა სპეციალიზაცია კარდიოლოგიაში, რის შემდეგაც ამავე კათედრის ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ კი ასისტენტის თანამდებობაზე განაგრძო მუშაობა. ამავდროულად მუშაობდა, როგორც ინტენსიური თერაპიის ექიმი.
იყო ულტრაბგერითი გამოკვლევების ერთ-ერთი პიონერი, ხელმძღვანელობდა ახლად ჩამოყალიბებულ ფუნქციურდიაგნოსტიკურ განყოფილებას. იყო თბილისის კარდიოლოგიური კლინიკის დირექტორის მოადგილე და ფუნქციური დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვანელი. 2016 წლიდან არის ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი. 2017 წელს აირჩიეს საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრად.
გადაღებულია ფილმებში: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ზურიკელა, 1962), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (დათო, 1965).
ოჯახი
რედაქტირებადაქორწინებულია მსახიობსა და მოცეკვავეზე, საქართველოს სახალხო არტისტ მანანა აბაზაძეზე, ჰყავთ ორი ქალიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სერგო ორჯონიკიძე (მსახიობი) — ეროვნული ფილმოგრაფია
- ოლღა ბებიას ახდენილი ოცნება: „დოხტური ზურიკელა“ და სამუდამო სიყვარული მერისთან — ქართული აზრი დაარქივებული 2020-09-30 საიტზე Wayback Machine.
- სერგო ორჯონიკიძე — GeoDoc.Ge დაარქივებული 2020-08-05 საიტზე Wayback Machine.
- ზურიკელას და მერის რეალობად ქცეული სიყვარული — InterMedia.Ge