სერგო ალფრედის ძე ვართანოვი (დ. 12 ივნისი, 1932, თბილისი, — გ. 7 ივნისი, 1990, მოსკოვი) — საბჭოთა სამედიცინო სამსახურის გენერალ-მაიორი (1982).

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია (1956). 1968-1987 წლებში იყო მოსკოვის სამხედრო ოლქის ჰაერსაწინაღო თავდაცვის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, ხოლო 1987-1990 წლებში ამავე ოლქის სამხედრო სამედიცინო სამსახურის უფროსი. ვართანოვი ასევე იყო სპორტის ოსტატი კალათბურთში, თამაშობდა თბილისის „დინამოს“ გუნდში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დოლიძე ლ., ვართანოვი, სერგო // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 175.