სერგო დემჩინელი
სერგო დემჩინსკი, 1906-1968 Architect.; born 24 September, 1906; ; died 12 December, 1968
სერგო ვასილის ძე დემჩინელი (ნამდვილი გვარი — დემჩინსკი) (დ. 24 სექტემბერი, 1906, ჭიათურა, — გ. 12 დეკემბერი, 1968, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967).
დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (1933). 1936 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა „თბილქალაქპროექტში“. მისი ძირითადი ნამუშევრებია: საცხოვრებელი სახლები თბილისში — დავით აღმაშენებლის გამზირზე (1936), ბარათაშვილის ქუჩაზე (თანაავტორი, 1939), თამარ მეფის გამზირზე (1945), გ. მელიქიშვილის ქუჩაზე (1949), მოსწავლე–ახალგაზრდობის სახლის რეკონსტრუქცია (თანაავტორი 1938-1939), მეტეხის ხიდი (1951), კინოთეატრები — „საქართველო“ (1955) და „გაზაფხული“ (1956).
ლიტერატურა
რედაქტირება- კინწურაშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 380.