სერგეი მარკოვი (რუს. Марков Сергей Леонидович დ. 1878 — გ. 1928) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იყო რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე. 1914-1915 წლებში იყო მე-4 რკინის დივიზიის შტაბის უფროსი. 1915-1916 წლებში მე-13 მსროლელი პოლკის მეთაური. 1916 წლიდან უმაღლესი მტავარსარდლის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე, შემდეგ დასავლეთის და სახმრეთ-დასავლეთის ფრონტების შტაბის უფროსი. 1917 წლიდან გენერალ კორნილოვის გამოსვლის მხარდამჭერი. 1917 წლის ზაფხულიდან გახდა თეთრი მოძრაობის წევრი, სადაც იყო ოფიცერთა პოლკის მეთაური. თეთრ მოძრაობაში თავი გამოიჩინა ყუბანში წითელარმიელთა წინააღმდეგ ბრძოლით. იყო ყუბანში წარმოებული „ყინულოვანი მარშის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

იხილეთ აგრეთე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: