სერგეი ივანოვი
სერგეი ივანოვი (რუს. Серге́й Бори́сович Ивано́в; დ. 31 იანვარი, 1953, ლენინგრადი (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ტრანსპორტის საკითხებში, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
2011 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 12 აგვისტომდე იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
„სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის“ ორდენის სრული კავალერი.
რუსეთის ფედერაციის 1 კლასის ნაღდი სახელმწიფო მრჩეველი (2011). გადამდგარი გენერალ-პოლკოვნიკი. „Ростелеком“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2015 წლის 15 ივნისიდან.
ადრეული წლები
რედაქტირებადაიბადა 1953 წლის 31 იანვარს, ქალაქ ლენინგრადში (დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი).
დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური კათედრის თარჯიმანთა განყოფილება და უნივერსიტეტში არსებული სამხედრო კათედრა (1975), სსსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსები მინსკში და სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წითელბაირაღიანი ინსტიტუტი.
1974 წელს გაუშვეს გაერთიანებულ სამეფოში, ილინგის ტექნიკურ კოლეჯში, ინგლისური ენის შესასწავლად.[1]
1975 მიიღეს სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. 1976-1977 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი განყოფილების თანამშრომელი ლენინგრადსა და ლენინგრადის ოლქში, სადაც მუშაობდა ერთ ქვედანაყოფში რუსეთის ფედერაციის მომავალ პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად.[2]
1985 წლამდე მუშაობდა ფინეთის რეზიდენტურაში, შემდეგ კი კენიაში [1](მისივე თქმით, კენიაში გადაყვანის მიზეზი ოლეგ გორდიევსკის მიერ მისი გამოაშკარავება გახდა)[3].
1991-1998 წლებში განაგრძო მუშაობა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში. დაზვერვაში მუშაობა დაამთავრა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ევროპული დეპარტამენტის დირექტორის პირველ მოადგილედ.[1]
სახელმწიფო მოღვაწეობა
რედაქტირება1998 წლის აგვისტოში დაინიშნა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილედა და ანალიზის, პროგნოზის და სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის უფროსად (იმ დროს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი იყო ვლადიმერ პუტინი).
1999 წლის 15 ნოემბერს გახდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი.
1999 წლის 15 ნოემბრიდან იყო რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. იკავებდა ამ პოსტს მაშინაც, როცა იყო თავდაცვის მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უშიშროების საბჭო დატოვა 2008 წლის 25 მაისს, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, უშიშროების საბჭოს ახალი შემადგენლობის ფორმირებისას ივანოვი იქ არ შეიყვანა.[4][5][6][7][8][9]
2001 წლის 28 მარტს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრად, ხოლო 2005 წლის 14 ნოემბერს გახდა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე.[10]
2006 წლის 20 მარტს გახდა რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული სამხედრო-საწარმო კომისიის თავმჯდომარე.[11]
დიმიტრი მედვედევთან ერთად, იყო ერთ-ერთი, ვინც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე განიხილებოდა ვლადიმერ პუტინის შესაძლო მემკვიდრედ. 2007 წლის 15 თებერვალს გახდა მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რის გამოც გაიზარდა მოლოდინი, რომ პუტინის მემკვიდრე ის გახდებოდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ივანოვს კარგი რეიტინგი ჰქონდა.
2007 წლის 10 დეკემბერს პარტიების „ერთიანი რუსეთის“, „სამართლიანი რუსეთის“, „აგრარული პარტიის“, სამოქალაქო ძალის“ ყრილობებზე პუტინის მემკვიდრედ აირჩიეს დიმიტრი მედვედევი, ყრილობამ იგი პრეზიდენტობის კანდიდატად 2007 წლის 17 დეკემბერს წამოაყენა.[12] ივანოვმა მედვედევს მხარი დაუჭირა.
2008 წლის 12 მაისს ვლადიმერ პუტინის მთავრობაში დაიკავა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, კურირებდა სამხედრო წარმოების საკითხებს.
2011 წლის 22 დეკემბრიდან 2016 წლის 12 აგვისტომდე იყო რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2011 წელს გამოვიდა ინიციატივით, შეექმნათ შორი აღმოსავლეთის ლეოპარდების გადარჩენის ევრაზიული ცენტრი შეექმნათ.[13]
2012 წელს, ვლადიმერ პუტინის მესამე ვადაზე არჩევის შემდეგ, გახდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.
2016 წლის 12 აგვისტოდან გახდა რუსეთის ფედერაციის სპეციალური წარმომადგენელი გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ტრანსპორტის საკითხებში.[14] 2017 წლის აპრილიდან შედის სახელმწიფო კორპორაციის „Ростех“-ის სამეთვალყურეო საბჭოში. პასუხისმგებელია შემუშავების, წარმოების და მაღალტექნოლოგიური საწარმო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობაში.[15]
ქონება და შემოსავალი
რედაქტირებაოფიციალური მონაცემების თანახმად, ივანოვის შემოსავალი 2011 წელს შეადგენდა 6,31 მილიონ რუბლს, ხოლო მისი მეუღლის შემოსავალი იყო 4,07 მილიონი. მეუღლესთან ერთად, ეკუთვნის 2 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 2,4 ჰექტარი, საცხოვრებელი სახლი, ორი ბინა და მსუბუქი ავტომობილი.[16]
უკვე 2014 წლის მონაცემებით, ივანოვის შემოსავალი იყო 16,2 მილიონი რუბლი, ხოლო მეუღლის 3,16 მილიონი; 2015 წლის მონაცემებით 10,3 მილიონი და 2,8 მილიონი.[17][18]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Иванов Сергей Борисович დაარქივებული 2018-11-11 საიტზე Wayback Machine. на сайте Министерства обороны России
- Москвичи — это дворники, чиновники, блогеры, планктон. დაარქივებული 2013-10-03 საიტზე Wayback Machine.
- Иванов С. Б. стал председателем АНО «Евроазиатский центр изучения, сохранения и восстановления популяций леопардов»
- {{cite web|url=http://www.vedomosti.ru/library/library-investigation/news/10131691/nu_kakoj_ya_ministr_oborony%7Ctitle=Путь Сергея Иванова от разведчика до администратора|author=Роман Шлейнов|date=2013-03-18|publisher=
- Игорь Плугатарёв. Россия строит новую армию старого типа // Независимое военное обозрение, 25.03.2005
- Игорь Плугатарёв. Супер-тягач и белые кроссовки // Независимое военное обозрение, 20.10.2006
- Джибути, Виталий Ревазович. Миллион километров с Сергеем Ивановым. М.,2008.
- Биография[მკვდარი ბმული] на сайте ТАСС.
- Сергей Иванов о сохранении леопарда.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Иванов Сергей Борисович // Щёголев К. А. Кто есть кто в России. Исполнительная власть. — Кто правит современной Россией — М: Астрель: АСТ, 2007, С. 167—169 ISBN 978-5-17-047056
- ↑ Информационно-исследовательский центр «Панорама», Иванов Сергей Борисович
- ↑ Портрет-интервью А. Ванденко — «ТАСС — Первые лица: Сергей Иванов» დაარქივებული 2017-12-09 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 27 мая 2000 года № 967 «Об утверждении состава Совета Безопасности Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 26 апреля 2001 года № 486 «Об утверждении состава Совета Безопасности Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 24 апреля 2004 года № 561 «Об утверждении состава Совета Безопасности Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 14 ноября 2005 года № 1328 «Об утверждении состава Совета Безопасности Российской Федерации». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-11. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 9 апреля 2007 года № 447 «О внесении изменений в состав Совета Безопасности Российской Федерации, утверждённый Указом Президента Российской федерации от 14 ноября 2005 года № 1328». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-05. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Указ Президента Российской Федерации от 25 мая 2008 года № 836 «Об утверждении состава Совета Безопасности Российской Федерации»[მკვდარი ბმული]
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-02-23. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Иванов Сергей Борисович // Зенькович Н. А. Дмитрий Медведев. Третий президент. Энциклопедия. — М: ЗАО «ОЛМА Медиа Групп», 2009, С. 168—170 ISBN 978-5-373-02580-5
- ↑ Дмитрий Медведев выдвинут в президенты России, 10.12.2017.
- ↑ Подробно: АНО "Дальневосточные леопарды". Коммерсантъ (25.07.2017).
- ↑ [1]
- ↑ [2]
- ↑ Сведения о доходах, об имуществе и обязательствах имущественного характера федеральных государственных служащих Администрации Президента и аппарата Совета Безопасности России, а также их супругов и несовершеннолетних детей за период с 1 января 2011 г. по 31 декабря 2011 г.. Президент России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-25. ციტირების თარიღი: 2012-12-25.
- ↑ http://static.kremlin.ru/media/events/files/ru/8qpv1FEnVjRcvoEjFGZdpTjDZmIydEWs.doc
- ↑ http://kremlin.ru/structure/administration/income-reports