სერაფიმ როუზი (დაბადების სახელი იუჯინ დენის როუზი; დ. 13 აგვისტო, 1934 — გ. 2 სექტემბერი, 1982) — ამერიკელი მღვდელმონაზონი, რომელიც მსახურობდა რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში აშშ-ში. იგი არის პლატინაში (კალიფორნია, აშშ) მდებარე წმინდა ჰერმან ალასკელის მონასტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მის მიერ შექმნილმა ნაშრომებმა ხელი შეუწყვეს მართლმადიდებლობის გავრცელებას დასავლეთში. ეს ნაშრომები ფარულად ვრცელდებოდა საბჭოთა რუსეთშიც. როუზი დღემდე პოპულარულია მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.

სერაფიმ როუზი

როუზი ცნობილი იყო მისი უარყოფითი დამოკიდებულებით მართლმადიდებლების ეკუმენურ მოძრაობაში ჩართვის მიმართ და „საზვერეების თეორიის“ ადვოკატირებით. ამის გამო მას კონფლიქტი ჰქონდა XX საუკუნის მართლმადიდებლობის მნიშვნელოვან პირებთან. მისი მოსაზრებები დღემდე წინააღმდეგობრივად რჩება მართლმადიდებლურ წრეებში. მიუხედავად ამისა, იგი დიდი პატივისცემით სარგებლობს სხვადასხვა მართლმადიდებლურ საზოგადოებებში. მის მიმართ ლოცულობენ, გამოსახავენ იკონოგრაფიაში და ეპყრობიან როგორც წმინდანს, მიუხედავად იმისა რომ როუზის კანონიზაცია ამ დრომდე არ მომხდარა არც ერთი მართლმადიდებლური სინოდის მიერ.

როუზის მონასტერი 2010 წლისთვის იმყოფება სერბული მართლმადიდებლური ეკლესიის მფარველობის ქვეშ და აგრძელებს მის მისიონერულ და პუბლიცისტურ საქმიანობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Проф. Андреев П. М. Краткій обзоръ исторіи Русской Церкви от революціи до нашихъ дней. Jordanville, N. Y., 1951.
  • Протопресвитер Григорий (Граббе)|Георгий Граббе. Правда о Русской Церкви на родине и за рубежом. Jordanville, N.Y., 1961.
  • Инок Всеволод (Филипьев). Путь святых отцов. Патрология. / под общей редакцией митрополита Лавра Восточно-Американского и Нью-Йоркского. — Джорданвилль-М., 2007, стр. 500—598 («V период. С начала XX века — до нашего времени. Церковная письменность русского зарубежья.»)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება