სერაფიმნი
ერთერთი იერარქია ქრისტიანულ ტრადიციაში. ყველაზე ახლოს ღმერთთან
(გადამისამართდა გვერდიდან სერაფიმი)
სერაფიმნი (ცეცხლოვანი, ღვთისადმი სიყვარულით ალმოდებული) — ერთ-ერთი წოდება ზეციური იერარქიიდან. ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი (ეს. 11, 26) არსებები. სერაფიმები გარშემორტყმულები არიან უფალს, ისინი ორი ფრთით იფარავენ სახეს, როგორც უღირსნი უფლის ცქერისა, ორით იფარავენ ფეხებს, რომ მათ არ უცქიროს ღმერთმა და ორით დაფრინავენ, რათა შეასრულონ მეუფის ყველა განკარგულება, თან განუწყვეტლივ გალობენ და ადიდებენ ღმერთს. ისინი ყველაზე უმაღლესი სულიერი არსებანი არიან და იერარქიაში პირველ ადგილს იკავებენ.