სენ-სულპისის მოედანი
სენ-სულპისის მოედანი (ფრანგ. Place SAINT-SULPICE) — ვრცელი საზოგადოებრივი სივრცე სენ-სულპისის ეკლესიის აღმოსავლეთ მხარეს, აგებული 1754 წელს როგორც მყუდრო ბაღი პარიზის VI ოლქის ლათინურ კვარტალში.
მოედნის ღირსშესანიშნაობა ეკლესიის გარდა მისი ოთხი ეპისკოპოსის შადრევანია (Fontaine des Quatre Evêques), რომელიც მის ცენტრში 1844 წელს ააგეს არქიტექტორ იოაკიმ ვისკონტის პროექტით. შადრევანზე ოთხი ეპისკოპოსის ქანდაკებაა ოთხივე მხარეს: ბოსუე, ფენელონი, ფლეშიე და მასიონი. ზოგიერთი ამ მონუმენტურ შადრევანს „ოთხი კარდინალური მიმართულების შადრევანსაც“ უწოდებს (fontaine des quatre points cardinaux). თუმცა ეს მხოლოდ სიტყვების თამაშია; არც ერთი ამ ოთხ ეპისკოპოსთაგან კარდინალი არ გამხდარა.
მოედანზე განლაგებული წაბლის ხეები გაზაფულზე ვარდისფრად ყვავილობს. განაპირა „კაფე დე ლა მერი“ მწერლებისა და სტუდენტების შეხვედრის ადგილია. აქვეა მეექვსე ოლქის მერიაც.