სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი

სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედინიდერლანდელი პოსტიმრესიონისტი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ნახატი. შესრულებული ზეთის საღებავებით ტილოზე, 1889 წელს, მხატვრის სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარში ნებაყოფლობით ცხოვრების პერიოდში.

სენ-რემის თავშესაფრისა და სამლოცველოს ხედი
ავტორი ვინსენტ ვან გოგი
წელი 1889
კატალოგი F803 და JH2124
ტიპი ზეთის საღებავები, ტილო
სიმაღლე 45.1
სიგანე 60.4
მუზეუმი პირადი კოლექცია

მიჩნეული იყო, რომ ნახატზე გამოსახულია ლაბევილის ტაძარი, სადაც ვან გოგი სენ-რემის თავშესაფარში ჩაწერის შემდეგ გაემგზავრა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ნახატზე სენ-რემის სამლოცველოა გამოსახული.[1] ის შესაძლოა შესრულებული იყოს „შემოდგომის სწავლების“ პერიოდში, რომელთა შესახებაც ვინსენტი ძმის, თეო ვან გოგისადმი 1889 წლის 7 დეკემბერს მიწერილ წერილში საუბრობს.[2]

რონალდ პისკვანსის თქმით „ხედი ვან გოგის სენ-პოლის თავშესაფარში უნიკალურია. ის ერთადერთი ნამუშევარია, სადაც ნათლადაა გადმოცემული ავგუსტინიანეს დროინდელი რომაული არქიტექტურის სახე, ამ განხრით ის შესაძლოა შედარებული იქნას სან-ტროფინეს რომაულ სტილში ნაგებ მონასტრებთან რომლებიც არლში მდებარეობს. სტილისტიკურად კი შეგვიძლია ვან გოგის მაღაროს შესასვლელს შევადაროთ“.[3]

ნახატი იყო მსახიობ ელიზაბეთ ტეილორის პირად კოლექციაში, გამოფენილი მისავე მისაღებ ოთახში, რის შემდეგაც 2012 წელს გატანილი იქნა აუქციონზე, სადაც ის $15 991 575-ად გაიყიდა.[4][5]

  1. de la Faille, Jacob Baart (1970). The works of Vincent van Gogh. Amsterdam: Meulenhoff, გვ. 305. 
  2. To Theo van Gogh. Saint-Rémy-de-Provence, Saturday, 7 December 1889. Van Gogh Museum. ციტირების თარიღი: 23 September 2013.
  3. Pickvance, Ronald (1986). Van Gogh in Saint-Rémy and Auvers. Metropolitan Museum of Art, გვ. 153. ISBN 978-0-87099-477-7. 
  4. Deborah Arthurs; Daniel Bates (7 February 2012). „£10m for Van Gogh that Liz Taylor kept in her living room: Actress' art collection smashes £9m estimate to sell for £14m“. The Daily Mail. ციტირების თარიღი: 22 September 2013.
  5. Christie's, LotFinder: entry 5532359 (sale 8049, lot 12, London, 7 February 2012)