სენცონ ტოტოჩტინი
სენცონ ტოტოჩტინი (Centzon Totochtin; „400 კურდღელი“) — აცტეკების მითოლოგიაში თავაშვებული, გარყვნილი და ლოთი ღვთაებების ჯგუფი. ისინი ასევე არიან ლოთობის ღმერთები. მათ შორის ჩვენთვის ცნობილია: ტეპოსტეკატლი, ტეჰკატსონატლი, კოლჰუაცინცატლი, მაცუილტოჩტლი („ხუთი კურდღელი“) და ომეტოტჩტლი („ორი კურდღელი“). მათი მშობლები იყვნენ პატეკატლი და მაიაჰუელი, შესაძლოა ისინი იყვნენ იჰტლილტონის ძმები.