სენექერიმი (სომხ. Սենեքերիմ; დ. უცნობია — გ. 1094 ან 1096) — სიუნიქის სამეფოს მეხუთე მეფე 1072—1094/1096 წლებში.

სენექერიმი
Սենեքերիմ
სიუნიქის სამეფოს მე-5 მეფე
მმართ. დასაწყისი: 1072
მმართ. დასასრული: 1094 ან 1096
წინამორბედი: გრიგორ I აშოტიანი
მემკვიდრე: გრიგორ II სენექერიმიანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 1094 ან 1096
შვილები: გრიგორი, სმბატი, სევადა
დინასტია: სიუნის დინასტია
რელიგია: ქრისტიანობა

ქვეყანას მართავდა თავის და შაჰანდუხტთან ერთად. მეცენატობდა ტათევის მონასტერს. ძალაუფლების განტკიცების მიზნით იგი ჩავიდა ისპაანში და მელიქ-შაჰის ვასალობა იკისრა[1]. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ სიუნიქში სელჩუკები შემოიჭრნენ და სენექერიმი მოკლეს.

სტეფანოს ორბელიანის მიხედვით სენექერიმი თავს სომხეთის მეფეს უწოდებდა[2].

  1. V. Minorsky. Studies in Caucasian History. — CUP Archive, 1953. — გვ. 72.:
  2. Степанос Орбелян. История области Сисакан. — М., 1861. — გვ. 235.