სემიუელ ბარბერი
სემიუელ ოსბორნ ბარბერი (Samuel Osborne Barber) (დ. 9 მარტი, 1910 — გ. 23 იანვარი, 1981) — ამერიკელი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი, ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებით "ადაჟიო სიმებიანი ორკესტრისთვის".
დაიბადა ვესტ-ჩესტერში, პენსილვანია. მუსიკალური კომპოზიციების შექმნა დაიწყო 11 წლის ასაკში. სწავლობდა კურტისის მუსიკის ინსტიტუტში, ფილადელფია, 1935 წელს კი რომის ამერიკული აკადემიის სტიპენდიატი ხდება. მომდევნო წელს წერს სიმებიან კვარტეტს სი მინორში, რომლის მეორე მოქმედებას, არტურო ტოსკანინის რჩევით, არანჟირებას უკეთებს სიმებიანი ორკესტრისთვის (Adagio for Strings), შემდეგ კი ქორალისთვის (Agnus Dei).