სემიბალკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
სემიბალკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ სემიბალკიში, როსტოვის ოლქი[1], რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1987 წელს.
სემიბალკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | სემიბალკი |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
საიტი | rostov-75.cerkov.ru |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1882 |
ეკლესიის მისამართი: 346774, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი სემიბალკი, სპორტის ქუჩა № 5.
ისტორია
რედაქტირებაგარე სურათები | |
---|---|
ეკლესიის ფოტო | |
ეკლესიის ინტერიერი |
1861 წლიდან სოფელი გახდა სემიბალოვსკის სამწყსოს ცენტრი. პირველი ეკლესია რომელიც აგებული იყო ხისგან და ნაკურთხი იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ააგო მარგარიტა ბლაზომ საკუთარი შვილის მარიას პატივსაცემად 1797 წელს.1882 წელს კოლეჟის ასესორის ქვრივისგლაფირა სარანდინაკის ფიანსებით ააგეს ახალი ეკლესია. ძველი დაშალეს და გადასცეს ხუტორ გოლოვატოვკის მოსახლეობას[2].
1937 წელს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია დაანგრიეს. ახალი სამრევლო შეიქმნა მხოლოდ 2000 წელს. საზოგადოებაში მოგროვილი ფინანსებით მრევლმა შეიძინა მაღაზიის შენობა, გადააკეთეს იგი და მასში გახსნეს სამლოცველო სახლი. ამოაშენეს საკურთხეველი და დადგეს სამრეკლო. სამლოცველოს სახლის თავზე აღმართეს გუმბათი ჯვრით[3].
ამჟამად მოქმედი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სამლოცველო სახლის შენობა არა დროებითი. აზოვის რაიონის ადმინისტრაციამ სოფელს გამოუყო მიწის ნაკვეთი ახალი ქვის ეკლესიის ასაშენებლად, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც 1937 წელს იდგა ადრინდელი ეკლესია, რომელიც კომუნისტების მმართველობის პერიოდში დაანგრიეს[4].
2013 წლიდან ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიის წინამძღვარია მამა ოლეგი (რომანენკო)[5].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Семибалки. Церковь Николая Чудотворца.
- ↑ История прихода
- ↑ ХРАМ СВЯТИТЕЛЯ НИКОЛАЯ ЧУДОТВОРЦА СЕЛО СЕМИБАЛКИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-05. ციტირების თარიღი: 2017-04-04.
- ↑ В Азовском районе будет построен новый храм
- ↑ Иерей Романенко Олег Владимирович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-16. ციტირების თარიღი: 2017-04-04.