სემერუ (ინდონ. Gunung Semeru) — მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე. სიმაღლე 3676 მ. წარმოადგენს კუნძულ იავის უმაღლეს წერტილს. მკვეთრად არის აზევებული აღმოსავლეთ იავის სანაპირო ვაკეების ფონზე. მაარები შეიცავს კრატერულ ტბებს. სემერუ გაწოლილია ტენგერის ვულკანური კომპლექსის სამხრეთით.

სემერუ
სემერუ
სემერუ
კოორდინატები: 8°06′28″ ს. გ. 112°55′12″ ა. გ. / 8.108000° ს. გ. 112.920000° ა. გ. / -8.108000; 112.920000
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სიმაღლე 3676 
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა უცნობია
ბოლო ამოფრქვევა 1967
სემერუ — ინდონეზია
სემერუ
სემერუ — იავა
სემერუ

გეოლოგიურად მდებარეობს მეოთხეული ვულკანური სარტყელის ფარგლებში, კუნძულის შუა სტრუქტურულ ზონაში. აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტებით. მეტად მდიდარია სემერუს ამოფრქვევების ისტორია. დაწყებული 1818 წლიდან მოხდა სულ მცირე 55 ამოფრქვევა, რომელთაგან 10 უბედური შემთხვევით დამთავრდა. ამოფრქვევებს თან ახლდა ლავური და პიროკლასტური ნაკადები. ყველა ისტორიულ ამოფრქვევას ჰქონდა ვულკანური ექსპლოზიური ინდექსი 2 ან 3.

სემერუ 1967 წლიდან მოყოლებული დღემდე არის თითქმის მუდმივი ამოფრქვევის მდგომარეობაში. დროგამოშვებით, მცირე ამოფრქვევები ხდება ყოველი 20 წუთის განმავლობაში. სემერუზე რეგულარულად ადიან ტურისტები, ჩვეულებრივ, სვლას იწყებენ სოფელ რანუდან, თუმცა არატექნიკური აღჭურვილობა შესაძლოა სახიფათოც იყოს. 2014 წლისათვის სემერუს მთის ეროვნულ პარკში იყო 25 არაადგილობრივი მცენარე, რომლებიც ემუქრებიან ენდემურ, ლოკალურ მცენარულობას.

არაადგილობრივი მცენარეები შემოიტანა ნიდერლანდელმა ბოტანიკოსმა ვან სტეენისმა კოლონიალურ ერაში; ეს მცენარეებია: დიდი კამა (Foeniculum vulgare), ბრაზილიური ვერბენა (Verbena brasiliensis), Chromolaena odorata და Salvinia molesta. კალთებზე ხშირი ტროპიკული ტყეებია. სემერუ მოქცეულია ბრომო-ტენგერ-სემერუს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. მთისძირში მდებარეობს ტბა რანუ-კუმბოლო.

სემერუ ცნობილია აგრეთვე როგორც მაჰამერუ, რაც „დიად მთას“ ნიშნავს. სახელწოდება მიღებულია ინდუს-ბუდისტური მითური მთის მერუს ან სემერუს სახელწოდებისგან, როგორც ღმერთების საცხოვრებელი ადგილი. აღსანიშნავია, რომ ინდონეზიელი პოლიტიკოსი სოე ჰოკ გიე (17 დეკემბერი 1942 — 16 დეკემბერი 1969) სემერუზე ფეხით მოგზაურობის დროს შხამიანი გაზის ჩასუნთქვის შედეგად დაიღუპა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება