სემენი (ალაო)
„სემენი“ (აზერ. Səməni) — აზერბაიჯანული ხალხური ცეკვა. არის ერთ-ერთი უძველესი ცეკვა, უფრო სწორედ კი გაზაფხულის მოსვლისადმი მიძღვნილი ტრადიციული ზეიმი.
ცეკვას ასრულებენ მხოლოდ ქალები და გოგონები. სრულდება ტექსტის თანხლებით. „სემენს“ ცეკვავენ აზერბაიჯანის ყველა კუთხეში.[1][2]