სეიდ მირბაბაევის სასახლე
სეიდ მირბაბაევის სასახლე — აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სასახლე აზნეფტის მოედანზე. იგი ეკუთვნოდა სეიდ მირბაბაევს, მომღერალს, რომელიც იქცა აზერბაიჯანის ერთ-ერთ ნავთობის მაგნატ მილიონერად. სასახლე აშენებული იქნა არქიტექტორ პავლე შტერნბერგის პროექტით „ფრანგული რენესანსის“ არქიტექტურულ სტილში. კრიტიკოსები გამოყოფენ ამ შენობას თავისი ორიგინალური ფასადით და უამრავი არქიტექტურული დეტალით[1].
სეიდ მირბაბაევის სასახლე | |
---|---|
არქიტექტორი | პავლე შტერნბერგი |
მდგომარეობა | ბაქო, აზერბაიჯანი |
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკებმა მოახდინეს სეიდ მირბაბაევის ქონების სრული კონფისკაცია. თვითონ სეიდ მირბაბაევს მოუწია საფრანგეთში ემიგრაცია. საბჭოთა კავშირის დროს შენობა გადაეცა აზნეფტს, ხოლო 1991 წელს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ აქ განლაგდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნავთობის კომპანია.
სეიდ მირბაბაევი იყო მომღერალი, აზერბაიჯანული ქორწილების ვარსკვლავი. მილიონერ შიხბალაევის ქორწილში სიმღერამ შეცვალა სეიდ მირბაბაევის ცხოვრება. მილიონერის ბიძამ მომღერალს საჩუქრად გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც აღმოჩნდა ნავთობის საბადო. სეიდ მირბაბაევი გახდა მილიონერი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Журнал «Развитие азербайджанской архитектуры», N 3, Баку, 2005