სეიდ იაჰია ჯალალედდინ ბაკუვი
სეიდ იაჰია ჯალალედდინ ბაკუვი[1] (აზერ. Seyid Yəhya Bakuvi) — შუასაუკუნეების მეცნიერი, მოაზროვნე, ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, ასტროლოგი.[2]
სეიდ იაჰია ჯალალედდინ ბაკუვი | |
---|---|
აზერ. Seyid Yəhya Bakuvi | |
სეიდ იაჰია ბაკუვის მავზოლეუმი ბაქოში | |
დაბ. თარიღი | 1410 |
დაბ. ადგილი | შემახა |
გარდ. თარიღი | 1462 |
გარდ. ადგილი | ბაქო |
დასაფლავებულია | ბაქო |
მოქალაქეობა | შირვანშაჰების სახელმწიფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი და პოეტი |
გავლენა მოახდინეს |
ბიოგრაფია
რედაქტირებასეიდ იაჰია ჯალალედდინ ბაკუვი დაიბადა 1410 წელს (იუნესკოს საიტზე გამოქვეყნებული ინფომაციით — XIV საუკუნის 90-ან წლებში)[3] შემახაში (შირვანში) მდიდარ ოჯახში. ახალგაზრდობაში იგი გატაცებული იყო სუფიზმით, იყო ტარიკათის შირვანის ტოტის უფროსის ცნობილი შეიხ სადრ ად დინ ალ ჰალვათის მიმდევარი. შეიხის გარდაცვალების შემდეგ იგი ეჩხუბა მის მოწაფე პირი ზადეს შეიხის ადგილის დაკავებასთან დაკავშირებით და გადავიდა საცხოვრებლად ბაქოში. ბაქოში იგი დასახლდა შირვანშაჰ ჰალილ ულა I -ს კარზე, სადაც სარგებლობდა დიდი პატივისცემით როგორც პოპულარული ფილოსოფოსი, მეცნიერი და კარის ასტროლოგი. მალე მისი მიმდევრების რიცხვმა (მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც) გადააჭარბა ათი ათასს. აზერბაიჯანის საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით სეიდ იაჰია ჯალალედდინ ბაკუვი გარდაიცვალა ბაქოში 1462 წელს,[1] იუნესკოს საიტის მიხედვით —1463.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Бакуви. Азербайджанская советская энциклопедия. 1974.
- ↑ Walled City of Baku with the Shirvanshah's Palace and Maiden Tower. Официальный сайт ЮНЕСКО. (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-22.
- ↑ 3.0 3.1 Celebration of anniversaries in 2013. Azerbaijan. 550th anniversary of the death of Seyid Yahya Bakuvi (Shirvani), philosopher and poet (ca. 1390s-1463).