სევიჩე
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
სევიჩე როგორც წესი, მზადდება ახალი უმი თევზისგან, რომელიც ციტრუსის წვენებითაა შეზავებული. განსაკუთრებით გამოიყენება ლიმონი და ლაიმი. სუნელებიდან მოიცავს აჯის, ცხარე წიწაკას და სეზონურ კულტურებს, როგორიცაა: დაკეპილი ნიორი მარილით და ქინძი.
იმის გამო, რომ კერძს უმად მიირთმევენ და მას არანაირ ტემპერატურამდე არ აცხელებენ, აუცილებელია სევიჩე ახალმომზადებული მიირთვან, რათა თავიდან აიცილონ საკვებით ინტოქსიკაცია. ცებიჩე უმეტეს შემთხვევაში აპეტაიზერის ფუნქციას ასრულებს. მთავარი კერძის შემთხვევაში მას თან ახლავს გვერდითი კერძები, რომლებიც ავსებს მის არომატს. ასეთი კერძებია ტკბილი კარტოფილი, სალათის ფოთოლი, ავოკადო ან მომზადებული ბანანი. [1]
კერძი პოპულარულია ლათინური ამერიკის დასავლეთ, წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონებში.[2] სევიჩეს წარმოშობა პერუს უკავშირდება, სადაც მას ეროვნული კერძის სტატუსი აქვს მინიჭებული. ძმარში, ციტრუსებსა და სანელებლებში ნედლი თევზისა და ხორცის მარინაციის ტექნიკა (ესკაბეჩე), სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე ესპანეთიდან ჩამოიტანეს, რომელიც თავის მხრივ ესპანეთის მუსლიმანურ მემკვიდრეობას უკავშირდება. არქეოლოგიური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პერუში ჩევიცეს მაგვარი კერძი დაახლოებით 2000 წლის წინაც არსებობდა. [3]
ეტიმოლოგია
რედაქტირებატერმინი სევიჩე პირველად 1820 წელს იქნა გამოყენებული პერუელი ჯარისჯაცების სიმღერაში, სახელწოდებით ,,ლა ჩიქა" (La Chicha).
ესპანეთის სამეფო აკადემიის თანახმად, ესპანური ტერმინი ესკაბეჩე კლასიკური არაბული სიტყვიდან საკბაჯ (سكباج) მოდის, რაც სიტყვასიტყვით ძმარში მომზადებულ ხორცს ნიშნავს.[4] სხვა ჰიპოთეზების თანახმად ტერიმინი ესპანური სიტყვისგან, ესკაბეჩედან მოდის, რაც კიტრის მწნილს ნიშნავს.
კერძის სახელწოდება სხვადასხვანაირად გამოითქმის. სევიჩე, ცებიჩე, სევიჩე ან სებიჩე. პერუში სახელწოდება სევიჩეა, რომელიც ესპანეთის სამეფო აკადემიის მიერაა დამტკიცებული. მსოფლიოში კერძის სხვადასხვა ვარიაციისთვის გამოიყენებენ ტერმინებს: ცერბიჩე და სერვიჩე. 210
ისტორია
რედაქტირებასევიჩეს წარმოშობის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობს. პერუს ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად, ცებიჩე წარმოიქმნა მოჩეს, სანაპირო ცივილიზაციის დროს, რომელმაც აყვავება დაიწყო ახლანდელი ჩრდილოეთ პერუს მიდამოებში თითქმის 2000 წლის წინ.[5] ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ინკების იმპერიის დროს თევზს ციჩას მარინადში დებდნენ, რომელიც ახლა სასმელს წარმოადგენს. სხვადასხვა ქრონიკებში ასევე ნათქვამია, რომ პერუს სანაპიროზე ესპანელების ჩამოსვლამდე თევზს მარილით და აჯიით უკვე მოიხმარდნენ.
ამის მიუხედავად, ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ სევიჩე კოლონიალური პერიოდის დროს წარმოიქმნა დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე. მეცნიერთა აზრით კერძი პირველად მოამზადეს ანდალუსიელმა ქალებმა, რომლებიც თან ახლდნენ კონკისტადორებს.
კერძის პერუში წარმოშობაზე დღესდღეობით ყველა შეთანხმებულია. მათ შორისაა ჩილელი კრისტოფერ კარპენტიე და ესპანელი ფერან ადრია, რომლებმაც ერთ- ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ სევიჩე პერუში დაიბადა და ეს კერძი ნამდვილად აქაურიაო.
მომზადება
რედაქტირებასევიჩე ციტრუსის წვენების ნარევში მარინადდება. განსაკუთრებით პოპულარულია ლიმონისა და ლაიმის მარინადი. არომატის დამატების გარდა, ციტრუსი ზღვის პროდუქტებში პროტეინს ანეიტრალებს. ტრადიციული სტილის სევიჩეს მარინადში 3-4 საათი ტოვებენ. თამანედროვე სევიჩე 1970-იან წლებში შეიქმნა და ის შედარებით მცირე ხანს რჩება სპეციალურ სითხეში. [6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Perú decreta el 28 de junio como el Día del Seviche". El País Internacional (in Spanish). Lima: Ediciones El País, S.L. September 19, 2008. Retrieved August 28, 2013.
- ↑ González and Ross, Entre el comal y la olla: fundamentos de gastronomía costarricense, p. 171
- ↑ "Perú decreta el 28 de junio como el Día del Seviche". El País Internacional (in Spanish). Lima: Ediciones El País, S.L. September 19, 2008. Retrieved August 28, 2013.
- ↑ سکبا in Dehkhoda Dictionary
- ↑ Zapata Acha, Sergio (November 2006). Diccionario de gastronomía peruana tradicional (in Spanish) (1st ed.). Lima, Perú: Universidad San Martín de Porres. ISBN 9972-54-155-X.
- ↑ "Peruvian cuisine. What food do they eat in Peru?". Travel Food Atlas. Archived from the original on 2018-09-15. Retrieved 2018-03-24.