საჰაერო თავდასხმა ტოგოგაზე

(გადამისამართდა გვერდიდან საჰაერო თავდასხმა ტოგოგზე)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
საჰაერო თავდასხმა ტოგოგაზე
ተጎጓ ደብድብ ኣየር
ტიგრეის ომის ნაწილი
თარიღი 22 ივნისი 2021
მდებარეობა ტოგოგა, ტიგრეი ეთიოპია
მხარეები
ეთიოპიის დროშა ეთიოპია ეთიოპიის საჰაერო ძალები მშვიდობიანი მოსახლეობა
დანაკარგები
64 დაღუპული, 184 დაჭრილი

საჰაერო თავდასხმა ტოგოგაზე — ინციდენტი, რომელიც უკავშირდება ეთიოპიის საჰაერო ძალების თავდასხმას სოფელ ტოგოგზე (ტიგრეი, ეთიოპია) 2021 წლის 22 ივნისს ტიგრაის ომის დროს. საჰაერო თავდასხმას 64 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 180 კი დაშავდა.[1]

2021 წლის 22 ივნისს, სამშაბათს, შუადღის 13:00 საათზე, ადგილობრივი ბაზარი საჰაერო თავდასხმის ობიექტი გახდა.

სამშაბათი ტოგოგაში ბაზრობის დღეა. უამრავი ხალხი შეიკრიბა, მთელი ტერიტორიიდან დაახლოებით 3-დან 5 ათასამდე პირმა მოიყარა თავი (ადამიანებმა 15-20 კმ ფეხით გაიარეს ბაზარში მოსახვედრად); ბაზარობა ყოველკვირეულად იმართება, მაგრამ ივნისში ყოველთვის განსაკუთრებულად ბევრი ხალხია, ვინაიდან მოსავლის დროს და ფერმერები ჩამოდიან მარცვლეულის გასაცვლელად ან საყიდლად. ტიგრეის ბაზრები დილის 9 საათზე იხსნება, შუადღისას ხალხის რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია.[2]

ამ დღეს ბაზრობა პირველად გაიმართა მას შემდეგ, რაც ეთიოპიისა და ერიტრეის არმიამ უკან დაიხია ტერიტორიიდან ტიგრაის განთავისუფლების სახალხო ფრონტის მეამბოხეთა ზეწოლის ქვეშ. ამავე დროს, თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო ადილალას დასახლებაში, რომელიც მდებარეობს ბაზრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში. ადილალას მაცხოვრებლები ბაზარში იმყოფებოდნენ, მაგრამ ბომბი სკოლას მოხვდა.[3]

სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომელიც სოფელში მისვლას ცდილობდნენ, ჯარისკაცებმა ტუხულასთან გადაკეტეს გზა. მიუხედავად დაბრკოლებებისა, მეორე კოლონამ სხვა გზით მოახერხა მისვლა ტრაგედიის ადგილას. მანქანების ერთ ჯგუფს ეთიოპიის ჯარებმა ორჯერ ესროლეს. სასწრაფომ 25 დაშავებული მეკელეში აიდერის საავადმყოფოში გადაიყვანა.[4]

მსხვერპლი

რედაქტირება
 
თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი

მსხვერპლთა უმეტესობა არა თავად სოფლის მაცხოვრებლებს, არამედ ჩამოსულთა შორის იყო. თავდასხმის შემდეგ ნათესავებმა და მეგობრებმა შეაგროვეს დაღუპულთა ცხედრები, მოამზადეს ხელნაკეთი საკაცეები და წაიყვანეს მშობლიურ სოფელში. ამის გამო დაგვიანდა მსხვერპლთა სიის შედგენა. როგორც შემდგომში გავრცელდა ინფორმაცია, 64 დაიღუპა და 180 დაშავდა.[5][6][7]

33 წლის წინ იმავე დღეს ჰაზვენში მოხდა სისლიანი ხოცვა-ჟლეტა. ადგილობრივები თვლიან, რომ ტოგოგაზე საჰაერო იერიში სწორედ წლების წინ მომხდარი ტრაგედიის გამოძახილი გახლდათ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მოხატა რომ „ღრმა შეშფოთება“ იმ ფაქტით, რომ რომ სასწრაფო დახმარების მანქანებს გზა სამხედროებმა გადაუკეტეს. რაჯასინგემ რამეშმა, გენერალური მდივნის თანაშემწემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორის მოადგილემ, განაცხადა, რომ "მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განურჩეველი თავდასხმები აკრძალულია".

ევროკავშირმა განაცხადა, რომ „დადასტურების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების მანქანების ბლოკირება შეიძლება საერთაშორისო სამართლის დარღვევას გაუტოლდეს“. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "შეშფოთებული იყო ცნობებით ბაზარზე თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის შესახებ" და მოუწოდა ეთიოპიის ხელისუფლებას,დაუყოვნებლივ მოეხდინა ყველა დაზარალებულისთვის სამედიცინო დახმარების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მან ასევე მოუწოდა დაუყოვნებლივ დაწყებულიყო დამოუკიდებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიეღოთ ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის გზით.[8]

  1. "Ethiopia says it targeted rebels, not civilians in Tigray attack". www.aljazeera.com. Retrieved 24 June 2021.
  2. "Who are the Tigray fighters, and why is Ethiopia at war with them?". DW. 6 November 2021. Retrieved 23 December 2021.
  3. "Ethiopia: Dozens reportedly killed and injured after airstrike on Tigray village". Sky News.
  4. "Witnesses: Airstrike in Ethiopia's Tigray kills more than 50". AP NEWS. 23 June 2021.
  5. Voice of America – Tigrinya, 24 June 2021: ኣብ ቶጎጋ ትግራይ ብዝተፈጸመ መጥቓዕቲ ዝቆሰሉ ናብ ዓይደር ሆስፒታል ምእታው ምጅማሮም ተገሊጹ (ეთიოპ.)
  6. "EPO WEEKLY: 19-25 JUNE 2021". Ethiopian peace Observatory. Retrieved 23 December 2021.
  7. "Ethiopian Airstrike Hits Market, Killing 64 People". The Organization for world peace. 8 July 2021. Retrieved 23 December 2021.
  8. "Calls for inquiry as dozens killed, injured, in Ethiopia market airstrike". France 24. 23 June 2021.