საჯოგის არქეოლოგიური ძეგლები

კოორდინატები: 41°41′45″ ჩ. გ. 44°43′50″ ა. გ. / 41.6959750° ჩ. გ. 44.7306833° ა. გ. / 41.6959750; 44.7306833 საჯოგის არქეოლოგიური ძეგლები — ადრინდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები დიღმის ველზე. დიდი დიღმის საცხოვრებელი მასივის IV მიკრორაიონში 1986 წელს აღმოჩნდა ნასახლარი.

1987-1990 წლებში გათხარეს (ხელმძღვანელი მ.აბრამიშვილი) ორი სამშვიდობო ჰორიზონტი. ქვედა ფენაში (გვიანდელ ბრინჯაოს ადრეული ეტაპი, ძველი წელთაღრიცხვით XV-XII საუკუნეებში) გამოვლინდა გალავნისა და რამდენიმე ნაგებობის ნაშთი, რომლებიც ნაგებია საშუალო და დიდი ზომის კლდის ფლეთილი ქვთ. კერამიკა შავად და რუხადაა გამომწვარი და ჭედეული და ტალღისებური ორნამენტით შემკული. ერთ ნაგებობაში აღმოჩენილია შავპრიალა კერამიკა, რომელიც თეთრი პასტით არის ინკუსტრირებული. მეორე სამშვიდობო ჰორიზონტში ძირითადად ნაცრისა და ბათქაშის ნაშთებია და შუა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. საქართველოს სამხედრო გზის დასავლეთით 1.5 კილომეტრზე , საჯოგის ნასახლარის სამხრეთ-დასავლეთით, გათხრილია ადრინდელ ბრინჯაოს, გვიანდელ ბრინჯაოს და ადრინდელ ფეოდალური ხანის სამაროვანი. 1981 წელს გათხარეს ადრინდელ ბრინჯაოს ხანის ეგრეთ წოდებული მტკარ-არაქსის კულტურის ორმოსამარხი. იატაკზე დაგებული იყო დიდი ომის ქვის ფილები. მიცვალებული ესვენა სამარხის ცენტრალურ ნაწილში მარჯვენა გვერდზე , მოხრილი კიდურებით თვით სამხრეთისკენ. ჩატანებული ჰქონდა და თიხის 3 ჭურჭელი. სამარხი ორმო ამოვსებული არ იყო დიდი ზომის ქვებით. 1988 წელს გაითხარა ორი დიდი ყორღანული სამარხი. ერთი მათგანის ქვაყრილი ნახევარწრიული მოყვანილობის იყო, რომელშიც აღმოჩნდა მოჩალისფრო კერამიკის ფრაგმენტები და ბედენური კულტურისათვის დამახასიათებელი სამკუთხედისებური ორნამენტით შემკული შავად ნაპრიალები ყურიანი ჭურჭელი. ყორღანი ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის II ნახევარით თარიღდება. მეორე ყორღანის ქვაყრილი საშუალო და დიდი ზომის კლდის ფლეთილიქვებისგან შედგებოდა . დასაკრძალავი ორმო მიწის ზედაპირიდან 1 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ყორღანში აღმოჩნდა მორუხო შავი კერამიკის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ხუთკოპიანი საკინძი, ბრინჯაოს ღილი და მძივი. თარიღდება გვიანდელ ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით (ძველი წელთაღრიცხვით XV-XII საუკუეებით). საჯოგეზე გათხრილია აგრეთვე ადრეფეოდალური ხანის ორი სამარხი. ერთი ნაგები იყო ქვის თხელი ფილებით. ორივეში მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ქრისტიანული წესით - გულაღმა, გაშოტილად, თავით დასავლეთისკენ. გათხრები ჩატარდა ასევე 2001-2003 და 2015-2016 წლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 825