სახლი კოშკებით
სახლი კოშკებით (რუს. Дом с башнями) — შენობა, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, კამენოოსტროვსკის გამზირზე, რომელიც ლევ ტოლსტოის სკვერის არქიტექტურული დომინანტი გახდა.
სახლი კოშკებით Дом с башнями | |
---|---|
კოორდინატები | 59°57′57″N 30°18′46″E / 59.965903° ჩ. გ. 30.312867° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | კონსტანტინე როზენშტეინი |
თარიღდება | 1913-1915 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ეს არის სახლი, რომელიც ეკუთვნოდა როზენშტეინს, მან ააშენა ალექსანდრე ბელოგუდთან ერთად, ნეოგოტიკური ელემენტებით. XIX საუკუნის შუა რიცხვებში ეს ნაკვეთი მოხელე ა. კოპიკინის მემკვიდრეებს ეკუთვნოდათ, აღნიშნული ნაკვეთი იყო მოუწესრიგებელი. შემდეგ ამ ადგილზე აშენდა ხის სახლი ბაღნარით, რომელიც ეკუთვნოდა პრუსიის მოქალაქეს კ. ფ. ფელკელს, სწორედ აქ მისი ძმის ს. ფ. ფელკელის კაკაოს საწყობი იყო განთავსებული. 1895 წელს აქ იყო განთავსებული ველოტრასა და საციგურაო მოედანი. აღსანიშნავია, რომ აქ გაიმართა 1898 წელს, რუსეთში პირველი მატჩი ჰოკეიში. ასევე, 1898 წლის 31 მაისს პირველი საჩვენებელი ბრძოლა კრივში. აღნიშნულ შენობაში განთავსებული იყო ქალთა საშუალო სკოლა.
კოშკებიან სახლში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ: პროექტის ავტორი, არქიტექტორი ბელოგრუდი 1914 წელს, მწერალი ლეონიდ ანდრეევი 1915 წელს, მომღერალი ალექსანდრე დავიდოვი 1914-1917 წლებში მეოთხე სართულზე, მხატვარი ანდრეი უშინი. 1972 წელს შენობა გადაეცა ლენინგრადის ტელევიზიის სტუდიებს, რომელიც აქ 1978 წლამდე იყო განთავსებული. ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ელეგანტურმა ჭაღებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ленинград: Путеводитель / Сост. В. А. Витязева, Б. М. Кириков. — Издание 2-е, стереотипное, с изменениями. — Л.: Лениздат, 1988. — С. 203 — 248. — 366 с. — ISBN 5-289-00492-0.
- Кириков Б.М. Дом К. И. Розенштейна // Памятники архитектуры и истории Санкт-Петербурга. Петроградский район / Под ред. Б. М. Кирикова. — СПб.: Издательский дом «Коло», 2007. — С. 446—456. — 584 с. — ISBN 5-901841-21-2.
- Привалов В.Д. Каменноостровский проспект. — М.: ЗАО Центрполиграф, 2005. — С. 355—366. — 639 с. — ISBN 5-9524-1882-1.
- Никитенко Г.Ю., Привалов В.Д. Петроградская сторона. Большой проспект. — М.: Центрполиграф, 2009. — С. 284—290. — 349 с. — ISBN 978-5-9524-4515-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Дом с башнями на сайте «Прогулки по Петербургу»
- Дом с башнями დაარქივებული 2018-12-31 საიტზე Wayback Machine. на сайте «Энциклопедия Санкт-Петербурга» დაარქივებული 2011-01-06 საიტზე Wayback Machine.
- Дом с башнями на сайте «Заневский летописец»