სახლი ატლანტელებთან

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სახლი ატლანტელებთან (აზერბ. Atlantlı ev) — შენობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში, ქალაქ ბაქოში არსებობდა. იგი მდებარეობდა იუსიფ მამადალიევის 16 ნომერში და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ბრძანების თანახმად, ეს იყო აზერბაიჯანის ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის არქიტექტურული ძეგლი [1].

პოლიციის ქუჩაზე მდებარე სახლი (იუსიფ მამედალიევის ქუჩის ყოფილი სახელი) აშენდა 1900 წელს ბაროკოს სტილში, პოლონელმა არქიტექტორმა ჯოზეფ პლოშკომ. რომელიც მოღვაწეობდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, გარდა ამ პროექტისა ის არაერთი სხვა არქიტექტურული პროექტის ავტორია ბაქოში.

შენობის ერთ-ერთ აივანს ატლანტის ქანდაკებები უჭერდა მხარს, რომლის წყალობითაც შენობა ცნობილი იყო, როგორც „სახლი ატლანტელებთან“ [2].

2004 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობა უნდა დანგრეულიყო. 2008 წელს სახლის მაცხოვრებლები გაასახლეს, ხოლო გამოსახლების მთავარო მიზეზი შენობის რესტავრაცია გახდა. 2010 წელს, მეზობელი №14 სახლის მცხოვრებლების განცხადებით, №18 სახლის დანგრევის შემდეგ მათ უთხრეს, რომ მიწისქვეშა წყლებმა დაიწყეს ძირისა და №16 სახლის საძირკველს დიდი ზიანი მიადგა. 2010 წლის დასაწყისში, ატლანტელებთან სახლი დაანგრიეს [3].